კასილიასი: „ჩემი ოცნებაა კარიერის „რეალში“ დასრულება“

სამეფო კლუბის სიმბოლომ, მადრიდში გამართულ ერთ-ერთ საჯარო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რისი დასრულების შემდეგაც, ჟურნალისტებს მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე გაესაუბრა.


„დავიწყებ იქედან, რომ სამეფო კლუბში ყოველთვის მაღალი მოთხოვნებია.პრიმერა დივიზიონში 2 მატჩი სასწაულებრივად მოვიგეთ და ეს მნიშვნელოვანია, თუმცა შესაძლებელია, კითხვის ნიშნის ქვეშ დავსვათ შედეგის სამართლიანობა.გასული სეზონიც ქულების დაკარგვით დაიწყო, რამაც სამომავლოდ პრობლემები შეგვიქმნა.ვფიქრობ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, მაგრამ ამისათვის საჭიროა ერთიანობა და ახალწვეულების პროგრესის გაგრძელება.მოგეხსენებათ, კარლო პირველ სეზონს ატარებს მადრიდში.ის სხვა ლიგიდან მოვიდა და ამიტომაც დამკვიდრებისათვის დრო ესაჭიროება.საერთოდ, როდესაც ძირეული ცვლილებები ხდება, საჭირო გონივრული ვადა, რათა შედეგი დადგეს.ჩემი აზრით, სწორი კურსი გვაქვს არჩეული.“

„რასაკვირველია, კარიერის დასრულება მადრიდის „რეალში“ მსურს.ბავშვობიდან ამაზო ვოცნებობ და ახლად არაფერი შეცვლილა.ამ კლუბმა ჩამომაყალიბა არა მხოლოდ ფეხბურთელად, არამედ ადამიანადაც.“

„ვფიქრობ, ჩვენთვის ანჩელოტის იდეები ნათელია.რა თქმა უნდა, დაუშვებელია ყოველგვარ რისკებზე წასვლა, გუნდს ამის უფლება აღარ აქვს.„ლევანტესთან“ 1-0 მიგვყავდა, თუმცა უცებ შეიცვალა ყველაფერი და ანალოგიური აღარ უნდა განმეორდეს.ვგონებ, სრულად გავაანალიძეთ დაშვებული შეცდომები და მათთან საერთო აღარაფერი გვექნება.გვინდა, რომ შედეგიანად ვითამაშოთ, რათა დავივიწყოთ გასული სეზონი, რომელიც ტიტულების თვალსაზრისით, საშინელი გამოდგა.“

„„ნოუ კამპზე“ გასამართ შეხვედრამდე 10 დღეა დარჩენილია.მანამდე კი „მალაგასთან“ და „იუვესთან“ მატჩებზე ვართ ფოკუსირებული.“

„„ბლანკოსის“ ღირსების დაცვა ჩემთვის ყველაფერია.სწორედ „რეალის“ დამსახურებით გამეხსნა გზა ეროვნული ნაკრებისკენ.მნიშვნელოვანი მხოლოდ სამეფო კლუბია და მაქსიმუმს გავიღებ, რათა ტრავმის შემდეგ დავიბრუნო ძველი დიდება.ის, რომ შემადგენლობაში 2 კონკურენტუნარიანი მეკარეა, ეს ახალი გამოწვევაა ცხოვრებაში, რომლის დაძლევაცა და ნდობის აღდგენა, ჩემი პრიორიტეტია.ბუნებრივია, ასეთი მდგომარეობა ჩემთვის მიუჩვეველია, მაგრამ ყოველთვის მეტს მოვითხოვ საკუთარი თავისგან.ვეცდები, ღირსეული კონკურენციის გაწევასა და ყველა შეხვედრაში სასტარტოში თამაშს.“

„რა თქმა უნდა, არსებობს მომენტები, როდესაც გადამწყვეტ როლს შენ არ თამაშობ.ადამიანი ვარ და ბუნებრივია, 9 თვიანი უთამაშებლობის შემდეგ, რაღაც აზრები გამიჩნდა.არავარ რობოტი, რომელიც დარჩენა ფიქრობს, მხოლოდ იმიტომ რომ დარჩენა უნდა.ბუნებრივია, სამეფო კლუბი მინდა ყოფნა, რაც შეიძლება მეტი ხნით და ტიტულების მოგება, მაგრამ შეიძლება დადგეს დღე, როდესაც გადაწყვეტილების მიღება მომიწევს.ამ მომენტისათვის, ჩემი მიზანია ბრძოლა სასტარტო შემადგენლობისათვის.წასვლა რომ მდომედობა, ამის შესახებ სექტემბერში ჩავაყენებდი პრეზიდენტს საქმის ყურში, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, კლუბის ნაწილად ყოფნა ავირჩიე.3 თვის შემდეგ, თუ სიტუაცია არ შეიცვალა და თქვენც ანალოგიური კითხვით მომმართეთ, შეიძლება გიპასუხოთ, რომ წასვლაზე დავფიქრდი.“

„ასეთი სიტუაცია ჩემთვის ახალია, რამეთუ ყოველთვის სასტარტოში ვიწყებდი მატჩებს, თუმცა ეს სპორტია, რომელიც მოულოდნელობითაა აღსავსე.გარწმუნებთ, რომ შემწევს ძალა, რათა კონკურენცია გავუწიო დანარჩენ გოლკიპერებს, როგორც კლუბში, ასევე სანაკრებო დონეზე.მწვრთნელის გადაწყვეტილებასაც ვაფასებ და თანაგუნდელების სათამაშო წუთებსაც, თუმცა ნებისმიერი პროფესიონალი ფეხბურთელი, ძირითადზე ფიქრობს.თითოეულ ვარჯიშზე 100 პროცენტით დავიხარჯები და თავს არ დავზოგავ იმისათვის, რომ კონკურენცია გავუწიო სხვებს.შემდეგ უკვე დამრიგებელი გააკეთებს არჩევანს.“

„ვგონებ, ბეილი ნელ-ნელა აანალიზებს სამეფო კლუბში თამაშის მნიშვნელობას.სამწუხაროდ, პრე-სეზონის არქონის გამო, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.ყველა დიდი მოლოდინებით ვართ მის მიმართ.“

„დიეგო კარგ წარმოდგენებს გვთავაზობს.მისი გამოსვლა ფანტასტიკური იყო შარშარანაც.როდესაც გუნდის იმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ ყველა იმარჯვებს და მათ შორის მეც!“

„ბუნებრივია, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი.ქომაგთა ნაწილს, რომელსაც არ მოვწონვარ, ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა მათი სიმპატიები დავიმსახურო, ხოლო პირიქით განწყობილებს ვეტყვი, რომ უკეთესად ვითამაშებ, ვიდრე ამას გასულ წლებში.“

„ვგონებ, ერთ დღეს შევხვდებით მე და მოურინიო და დავლევთ.რა ურთიერთობაც ჩვენ გვაქვს, დარჩება ჩვენ შორის.მხოლოდ იმ პოზიტივზე შემიძლია საუბარი, რაც მან გუნდს მისცა.“

„მე და რეინა იმ თემაზე არ ვსაუბრობდით, რაც ტელევიზიებმა გადმოსცეს, თუმცა სამეფო თასზე თამაში, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანია.“

realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)