სჟალაი შესაძლოა “კასტელიონში” წავიდეს

სჟალაი შესაძლოა “კასტელიონში” წავიდეს


“კასტილიას” უნგრელი ფორვარდი ადამ სჟალაი ზამთარში კლუბის დატოვებას აპირებს. როგორც ცნობილი გახდა, მისი არენდით აყვანის სურვილი უკვე გამოთქვა “კასტელიონმა”.


“კასტელიონის” სპორტული დირექტორის, დანი ბაროსოს მტკიცებით, უნგრელი ფორვარდი “რეალის” მთავარ გუნდში მაინც ვერ დამკვიდრდება, რის გამოც სეგუნდაში მოასპარეზე კლუბში გადასვლა მისთვის შესანიშნავი ვარიანტი იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2 დღის წინ, სჟალაიმ ”რეალის” მთავარ გუნდში ივარჯიშა, თუმცა მანუელ პელეგრინისგან ძირითად გუნდში გადმოყვანის არანაირი გარანტია არ მიუღია. უნგრელი ფეხბურთელის აგენტის მტკიცებით, ადამი “რეალის” დროებით დატოვებაზე უარს ნამდვილად არ იტყვის.

ასევე “კასტელიონში” ირიცხება არენდით “კასტილიას” ყოფილი ლიდერი, მიგელ პალანკა, რომელმაც შარშან “რეალის” მთავარ გუნდში 3 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის სადებიუტო “ნოუ-კამპზე”.

სჟალაი "კასტილიაში" 2007 წელს ჩაირიცხა და შარშან სეგუნდა ბ-ს საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში მას მთავარ გუნდში ერთი მატჩიც არ გაუმართავს.

ინფორმაციის წყარო: JoinFutbol.Com dle 10.1

  • niko
  • 16 ნოემბერი 2009
  • 2740
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)