კასილასი – 100 მატჩი ნაკრებში

"ვისენტე კალდერონზე" არგენტინასთან მატჩში მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილასმა მეასე შეხვედრა ჩაატარა ნაკრების რიგებში. ამ დღეს ასევე აღინიშნებოდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ასი წლის იუბილე.


ხაბი ალონსომ გაიტანა ორი გოლი და ესპანელებს მოუტანა გამარჯვება, მაგრამ ალონსოს ნაცვლად დღის გმირი გახდა იკერ კასილასი, რომელიც მეასე მატჩს ატარებდა "ფურია როხას" რიგებში.

იკერს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 2000 წლის 3 ივნისს ამხანაგურ მატჩში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ. ეს მატჩი იყო ევრო–2000–თვის მოსამზადებელი.

საერთო ჯამში კასილასმა 100 მატჩში გაუშვა 56 გოლი.

მოთამაშეები:

მხოლოდ სამმა მოთამაშემ მოახერხა კასილასისთვის ერთზე მეტი გოლის გატანა ნაკრების რიგებში:

დევიდ ჰილი (ჩრ.ირლანდია) – 3 გოლი

კალტეგო მპჰელა (სამხ. აფრიკა) – 2 გოლი

ზვეზდან მისიმოვიჩი (ბოსნია) – 2 გოლი

და მხოლოდ მისიმოვიჩმა მოახერხა გოლის გატანა კასილასისთვის ორ განსხვავებულ მატჩში (მს. ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 2006 წელს და მს. ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 2010 წელს).

ნაკრებები:

ბოსნია არის ნაკრები, რომელმაც ყველაზე მეტი გოლის გატანა მოახერხა იკერის კარში – 5 გოლი:

02/09/2000, 1 გოლი (ბალჟიჩი)

08/09/2004, 1 გოლი (ბოლიჩი)

08/06/2005, 1 გოლი (მისიმოვიჩი)

14/10/2009, 2 გოლი (ჯეკო და მისიმოვიჩი)

5 გოლი: ბოსნია

4 გოლი: სამხრეთ აფრიკა და შვედეთი

3 გოლი: საფრანგეთი, ჩრდ. ირლანდია და უკრაინა

2 გოლი: კოტდ'ივუარი, დანია, სლოვაკეთი, აშშ, საბერძნეთი, ჰოლანდია, ინგლისი, პერუ და პორტუგალია

1 გოლი: გერმანია, არგენტინა, ავსტრია, ბელგია, შოტლანდია, სლოვენია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, ნორვეგია, პარაგვაი, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, ტუნისი, თურქეთი.



dle 10.1

  • faqo
  • 16 ნოემბერი 2009
  • 1557
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 2
2 კროოსი 1
3 ვასკესი 1
4 აზარი 0

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 4 0 2 12
2 რომა 6 3 0 3 9
3 პლზენი 6 2 1 3 7
4 ცსკა 6 2 1 3 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

ვინ უნდა იცავდეს „რეალის“ კარს?

კურტუა
ნავასი



მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2019 (337)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)
აპრილი 2019 (331)
მარტი 2019 (479)