რამოსი: „ის, რაც გასახდელში ხდება, კონფიდენციალურია“

სერხიო რამოსის პრესკონფერენცია „კოპენჰაგენთან“ თამაშამდე.


შეკრება: „ვფიქრობ, ამაზე დიდი ყურადღების გამახვილე არ ღირს.კამაჩოს, პირის, სანტილიანასა და ხუანიტოს დროსაც ხდებოდა მსგავსი შეკრებები, რომელიც ყოველთვის პოზტიურ გავლენას ახდენს გუნდის შედეგებზე.რა თქმა უნდა, საჯაროდ არ გამოვიტანთ სასაუბრო თემას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ კარგ დროს მოხდა ეს.ფეხბურთელებმა საკუთარი აზრი დავაფიქსირეთ.“

ცუდი თამაში: „ვგონებ, უმჯობესია თავიდანვე გაიგო პრობლემების არსებობის შესახებ, რათა მომავალში უკეთესი შედეგი დადო.ამ მომენტისათვის ცუდად ვთამაშობთ, თუმცა მჯერა, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება.გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულება, რომელიც მხოლოდ გამარჯვებას გულისხმობს.ასევე მინდა გითხრათ, რომ სხვადასხვა ჭორების გავრცელებისგან თავი შეიკავეთ.გასახდელში ბრწყინვალე ატმოსფეროა, ჩვენ კმაყოფილნი ვართ მწვრთნელით.“

ანჩელოტის სისტემა: „ჩვენ არ გვყოფნის შედეგი და ფეხბურთი ისეთი თამაშია, რომელსაც ყველა ტაბლოზე უყურებს და როდესაც იქ შენთვის სასარგებლო ანაგრიში არ ფიქსირდება, იწყება განხილვები.გუნდი ნელ-ნელა პროგრესირებს და ამისათვის თითოეული ჩვენგან თავს არ ზოგავს.პოზიტიური შედეგები მალე მოვა.“

მოთამაშეები: „შეკრების მთავარი მიზანია, გუნდისთვის სარგებლის მიტანა.როგორც რონალდუმ თქვა, ჩვენ მხარს ვუჭერთ დამრიგებელს და ყველანი პასუხისმგებელნი ვართ რეზულტატზე.“

ქომაგები: „ნორმალურია, რომ ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ.ის, ვინც დიდი ხანი თამაშობს კლუბში, იცის, თუ როგორი მომთხოვნი გულშემატკივრები გვყავს.მათ ჯერათ ჩვენი და დარწმუნებული ვარ, მოლოდინებს გავამართლებთ.“

ბენზემა და პეპე: „როგორც გითხარით, რაც ხდება გასახდელში, რჩება გასახდელში.სწორედ ამგვარი პრობლემები წყდება ასეთი ტიპის შეხვედრებზე.ბენზემა საქმეა გოლის გატანა და როდესაც ეს არ გამოდის, ყველა იწყებს კრიტიკას.ჩემი აზრით, კარიმი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და როდესაც კვლავინდებურად დაიწყებს გოლაობას, ეჭვს აღარ შეიტანენ მასში.სტადიონის სტვენა არასასურველია, მაგრამ ყველა ვიმსახურებდით ამას.“

კოპენჰაგენი: „რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია იმიჯის აღდგენა.დანიელებს მდიდარი ისტორია არ აქვთ, თუმცა ლიგაზე მეათედ ასპარეზობენ და წლევანდელ სეზონიც, წარმატებით დაიწყეს.„რეალი“ მოედანზე პატივისცემითა და დიდი ყურადღებით მოეპყრობა მეტოქეს.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)