რა მოხდებოდა პერესი შეიხი რომ იყოს ?

ყველაფრის გაანალიზების შემდეგ შესაძლოა ითქვას, რომ მადრიდის ,,რეალის'' კოლექტივს ძალიან გაუმართლა. ფლორენტინო პერესი შემოქმედებითი სამყაროდან არის მოვლენილი.
გუნდი სავსეა ახალი იდეებითა და პროექტებით.


პერესი ხილის გამყიდველი, რომ იყოს ნესვებს სტადიონის კუთხეში დაალაგებდა, თუმცა ის არის მშენებელი. პერესი განაგებს აბსოლიტურად ყველაფერს დაწყებული სტადიონის გადახურვიდან, დამთავრებული საშხაპეებით დამონტაჟებით . სწორედ ეს არის მისი გადამრჩენელი, რადგან ამდენწლიანი უტიტულობის შემდეგ ის კვლავ უკონკურენტო პრეზიდენტია. მისი სრულყოფილი ფინანსური საქმიანობა შესაძლოა შევადაროთ Empire State Building -ს.
ფლორენტინო კბილებით იცავს სამეფო კლუბს გაყიდვისაგან. რუსი და არაბი შეიხების ყველანაირ შეთავაზებას უარით ისტუმრებს. შეიძლება დაიბადოს კითხვა: რა მოხდებოდა ფლორენტინო შეიხი, რომ იყოს ? რა მოხდებოდა, რომ პერესი აღმოსავლეთიდან მოვლენილი მილიარდელი იყოს, რომელიც ერთადერთი მმართველი იქნებოდა კლუბისა,''რეალი'' მისთვის გახდებოდა ნავთობის მილსადენის მსგავსი ობიექტი ? თუ ფლორენტინო იქცევა როგორც შეიხი, საუბრობს როგორც შეიხი და მას აქვს შეიხის მსგავსი გავლენა გამოდის, რომ იგი შეიხი ყოფილა.

შესაძლოა ზემოთაღნიშნულ ფაქტებს რამენაირი კავშირი ჰქონდეს მადრიდულ დერბიში დამარცხებასთან ? სავარაუდოდ არა. ეს იყო სპორტული დაპირისპირება, სადაც გაიმარჯვა საუკეთესომ. ვერაფერს იტყვი, ''ატკეტიკომ'' ბრწყინვალედ იასპარეზა და ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე. 90 წუთის განმავლობაში ანჩელოტის ე.წ. დოქტრინები არ ამართლებდა. ანჩელოტიზმის პიკი ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, რომელიც სტამბულში გაიმართა და სადაც მისი გუნდი ლივერპულთან დამარცხდა, იმისდა მიუხედავად, რომ მილანელები 3-0 იგებდნენ. ნუთუ ეს მწვრთნელია ''რეალისთვის'' იდეალური ?

გავანებოთ თავი ამ მატჩს და დავუბრუნდეთ ''შეიხს''. საით მიჰყავს მას გუნდი, ტიტულებისკენ და გამარჯვებისკენ, თუ კაპიტალის დაგროვებისკენ ? ის ყიდულობს ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც სამომავლოდ ვერ იყენებს, ყიდის ლიდერებს. ახალგაზრდა თაობა პირღია შეჰყურებს 90 წუთი სათადარიგო სკამიდან თავიანთ ბურუსით მოცულ მომავალს. სერიოზული ხარვეზები შეიმჩნევა გუნდის მენეჯმენტში.

ეს მადრიდის ''რეალია'', სადაც გამარჯვება და ტიტულების მოპოვება გუნდის ვალდებულებაა უკვე ასწლეულია. თუმცა სამწუხაროდ სამეფო კლუბის სხვა გზას ადგას... თუ ის იქცევა როგორც შეიხი, საუბრობს როგორც შეიხი, მაშინ ...


სტატიის წყარო: Marca.Com
dle 10.1

  • Stifler
  • 1 ოქტომბერი 2013
  • 3509
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)