ლიგაზე ძირეული ცვლილებებია მოსალოდნელი

მას შემდეგ, რაც კარლო ანჩელოტის გუნდმა დერბიში სრულიად უსახური მატჩი ჩაატარა და თანაქალაქელ ატლეტიკოს 3 ქულა გაატანა, ბევრი კრიტიკოსი ალაპარაკდა იმასთან დაკავშირებით, რომ ანჩელოტიმ გუნდის სათამაშო სქემა ვერ შექმნა და სწორედ ამისგან არის გამოწვეული ქაოსი, რომელიც ელჩესთან და ატლეტიკოსთან ვიხილეთ.


გავრცელებული ინფორმაციით თანახმად კარლიტო ძირეულ ცვლილებებს გეგმავს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, სადაც სამეფო კლუბი დანიურ კოპენჰაგენს დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ყველა პრესტიჟულ ტურნირზე ყველა მეტოქე სახიფათოა, ანჩელოტი მაინც აპირებს ექსპერიმენტების ჩატარებას, რადგან თვლის, რომ კოპენჰაგენი არ არის დამანგრეველი ძალა და მათთან პატარა ცვლილებებით თამაში თავისუფლად შესაძლებელი გახლავთ.

როგორც ჩანს კარიმ ბენზემას სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა მოუწევს, რადგან მისი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს, მის ნაცვლად მოედანზე გულშემატკივართა რჩეულ ალვარო მორატას ელიან, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ცოტას თამაშობს, საკმაოდ ეფექტურია.

ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ კოპენჰაგენთან შეხვედრაში მინიმუმ 60 წუთს იასპარეზებს ახალწვეული გარეთ ბეილი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს დროულად ადაპტირებას, მაგრამ გამოსდის თუ არა ეს საქმე მეორე საკითხია. ფაქტი ის გახლავთ, რომ ტოტენჰემში მოთამაშე უელსელის აჩრდილიც კი არ გახლავთ მადრიდელი ბეილი.

ნახევარდაცვის ცენტრში დიდი კონკურენცია გახლავთ, ანჩელოტი ილიარამენდის დიდ ნდობას უცხადებს, თუმცა შესაძლოა დანიელებთან მან სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს და სასტარტოში კაზემირო ვიხილოთ.

ისკო ალარკონი ატლეტიკოსთან ერთ-ერთი უსუსტესი ფიგურა იყო, თუმცა მისი შეცვლა დღის წესრიგში არ დგას. თუკი ესპანელი თერთმეტეულში ვერ მოხვდა მის ადგილს სავარაუდოდ ლუკა მოდრიჩი დაიკავებს, ხორვატს კი უკან რომელიმე საყრდენი ჩაანაცვლებს, სავარაუდოდ ეს მოთამაშე გერმანელი სამი ხედირა იქნება.

კასილასი სრულიად ჯანმრთელია, იგი 100%-იანი დატვირთვით ვარჯიშობს, სავარაუდოდ იტალიელი სპეციალისტი მას კვლავ სასტარტოში განამწესებს, როგორც ეს სტამბულელთა წინააღმდეგ მოხდა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში. dle 10.1

  • Hala
  • 30 სექტემბერი 2013
  • 4095
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)