ავტორიზაცია
  • ქართველი
  • მადრიდისტები
  • მორატა გულშემატკივრის ფავორიტი

    მორატა გულშემატკივრის ფავორიტი

    დღევანდელ Marca.Com-ის ნომერში ნახავთ სტატიას ამ სათაურით :
    მორატა იყო ერთადერთი ნათელი წერტილი გუშინდელ მატჩში
    ბენზემა თამაშგარეში

    გუშინდელ შეხვედრაში ალვარო გახლდათ ერთადერთი ნათელი წერტილი მატჩისა. იგი მოედანზე 73 წუთზე შემოვიდა ისკოს ნაცვლად.
    განსხვავებით ბენზემასგან, იგი ყველანაირი ბურთისთვის იბრძოდა. არც უკან ჩასვლას და მცველთა დახმარებას თაკილობდა, ერთი სიტყვით, ყველაზე აქტიური იყო მოედანზე.
    მორატას ბრწყინვალე მომენტი ჰქონდა გოლის გატანის, როცა ულამაზესი მოძრაობით უძლიერესად დაარტყა კარის მიმართულებით, თუმცა კურტუამ ბრწყინვალე ნახტომით მოიგერია ბურთი.
    მადრიდული ინჩადა კმაყოფილი დარჩა მორატას თავდადებითა და მონდომებით. იმ მცირე მონაკვეთში, რაც მან მოედანზე დაჰყო მართლაც საუცხოოდ ითამაშა.
    რაც შეეხება ბენზემას, გუშინდელი მატჩი მისთვის მორიგი წარუმატებლობა გამოდგა. გასაკვირია როდემდე უნდა სარგებლობდეს იგი სრულიად გაუგებარი პრივილეგიებით. ბერნაბეუზე შეკრებილმა გულშემატკივარმა კარიმი კვლავ სტვენით შეამკეს.
    მადრიდისტები ალვაროს ითხოვენ სასტარტოში.



    marca.com dle 10.1

    29 სექტემბერი 2013
    1725
    0
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
    რეკლამა

    ლა ლიგის ბომბარდირები

    N
    ფეხბურთელები
    გოლი
    1
    მესი
    19
    2
    ბენზემა
    14
    3
    სუარესი
    11

    ჩემპ. ლიგის ცხრილი

    გუნდი
    1 პსჟ 6 5 1 0 16
    2 რეალი 6 3 2 1 11
    3 ბრიუგე 6 0 3 3 3
    4 გალათასარაი 6 0 2 4 2
    რეკლამა
    გამოკითხვა
    ?
    დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...
    რამოსი
    მარსელო
    ბენზემა
    კროოსი
    მოდრიჩი
    აზარი
    ბეილი
    კაზემირო
    რეკლამა