ლაოსის რთული მისია

როგორც ცნობილია, მადრიდული დერბის არბიტრობა, მატეო ლაოსს ანდეს.


წარსულში ყოფილი მსაჯი, ილდეფონსო ურისარ ასპიტარტე, „ას“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ლაოსს საკმაოდ რთული მისია ერგო: „მოგეხსენებათ, ხვალინდელ დაპირისპირებას, ვალენსიელი არბიტრი განსჯის, რომელსაც აღნიშნულ პროფესიაში საკუთარი ხელწერა გააჩნია და რომლის სამსაჯო მანერაც, ყველას ძალიან მოგვწონს.შეიძლება ითქვას, რომ მატეო არასახარბიელო სიტუაცია აღმოჩნდა, ანუ ეს ის მომენტია, როდესაც „მტერსაც არ უსურვებ.“ყოველივე ეს რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეობს: ვფიქრობ, პირველი და მთავარი არის მოურინიოს განცხადება.ამ უკანასკნელმა ლაოსი „რეალისათვის“ სასარგებლო არბიტრად მონათლა.აქედან გამომდინარე, მსაჯის ნებისმიერი შეცდომა „თეთრების“ სასარგებლოდ, ჟურნალისტებში დიდ პოლემიკას გამოიწვევს და ისინი მყისვე გაიხსენებ პორტუგალიელი მწვრთნელის სიტყვებს.

ამასთანავე, „ელჩესთან,“ მუნის ფერნანდესის სკანდალური მსაჯობა, დიდ ზეწოლას მოახდენს ლაოსზე.პრესის წარმომადგენლები და ექსპერტები მიკროსკოპით დააკვირდებიან არბიტრის ხვალინდელ სამუშაოს, რათა რაღაც საეჭვო იპოვონ მასში და კიდევ ერთხელ დაადანაშაულონ მსაჯები გრანდებისადმი სიმპატიების გამოხატვაში, თუმცა პირიქით რომ მოხდეს, ანუ მსაჯი „რეალის“ საწინააღმდეგოდ შეცდეს, მაგ შემთხვევაში დაწერენ, რომ არბიტრი იმდენად ცდილობდა ანჩელოტის გუნდის მიმართ დაემალა თავისი კეთიგანწყობა, უხეში შეცდომა მოუვიდაო.მოკლედ, ორი უკიდურესობაა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მატეოს მინდა მივცე რჩევა, რომ თითოეული გადაწყვეტილება მხოლოდ კარგი აწონვის შემდეგ მიიღო, რამეთუ ასეთი ტიპის მატჩები, ძალიან რთულია სამსაჯოდ.ბევრი იქნება, როგორც სიმულაცია, ასევე პროვოკაცია.“

ცნობისათვის, აქამდე, ლაოსმა მადრიდული დერბი სამჯერ განსაჯა.აქედან, სამივეჯერ მადრიდისტებს დარჩათ გამარჯვება.ყველა სკანდალური კი, 2010 წლის 26 ნომებრს ჩატარებული თამაში გამოდგა, როდესაც „ბლანკოსმა“ 4-1 მოიგო.აღნიშნული მატჩის მსვლელობისას, მატეომ ჯერ კურტუა გააძევა, ბენზემას მოცელვის გამო, შემდეგ „როხიბლანკოს“ გოლი არ ჩაუთვალა, ხოლო მატჩის მიწურულს ასევე წითელი ბარათით დაასაჩუქრა გოდინი, რომელმაც ბოლო იმედის ჯარიმა აიღო საკუთარ თავზე.საბოლოოდ, მისი მსაჯობა დადებითად შეფასდა, რამეთუ მიღებული გადაწყვეტილებები, მხოლოდ ფეხბურთის წესების ეფუძნებოდა.

realmadrid.ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)