პერესის სრული სიტყვა

ფლორენტინო პერესმა გუშინ გამართულ გენერალურ ასამბლეაზე დამსწრე წევრებს სიტყვით მიმართა.


მიმდინარე ზაფხულში კლუბში მოსულ ახალ სახეებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა: "ჩვენ შემადგენლობა ახალგაზრდა და ნიჭიერი თაობით გავაძლიერეთ. ბეილი არის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებიც ამ კლუბში საკუთარ ერას შექმნიან. მან თავისი ბავშვობის ოცნება აიხდინა და მოირგო ის მაისური, რომელზედაც ოცნებობდა. ის დაგვეხმარება ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევებთან ბრძოლაში. ჩვენ შევიძინეთ ესპანური ფეხბურთის ორი იმედი: ისკო და ილარამენდი. ისკომ უკვე დაიპყრო ყველა ფეხბურთის მოყვარულთა გულები და ეხლა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წევრია. ის სხვა ტიპის ფეხბურთელია, რომელმაც თავისი ნიჭი ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ყველას დაანახა. ილარამენდი ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის მოწადინებულია ფეხბურთზე და საკმაოდ ამბიციურიცაა, ისევე როგორც კარვახალი. ბიჭი, რომელმაც პირველი აგური დადო სიუდად რეალ მადრიდზე და რომელიც ბუნდესლიგაში ჩინებული გამოსვლის შემდეგ , სახლში დავაბრუნეთ. დამატებით , ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ მეორე გუნდიდან გადმოვიყვანეთ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ხესე, მორატა და ნაჩო, ეროვნული ნაკრების მომავალი და ასევე კაზემირო, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა წინასასეზონო მზადებისას."

პირველი გუნდის მიზნები მიმდინარე წელს: "ტიტულების მოგება, მეათის მოგება და სანახაობრივი ფეხბურთის შეთავაზება გულშემატკირებისთვის. ჩვენ გვაქვს ის ფუნდამენტი, რომელიც ამ ყველაფრის შესრულებაში დაგვეხმარება. მადრიდელთა გონებაში მხოლოდ ერთი მიზანია: მოგება და ამავდროულად ყველა იმ გამოწვევისთვის პასუხის გაცემა, რომელიც ბევრი სხვისთვის, შეიძლება სრულადაც შეუსრულებელი იყოს. გვაქვს შესაძლებლობა, იდეა, სტაბილურობა და ერთიანობა იმისთვის, რომ ამ ყველაფერს მივაღწიოთ. ჩვენ გვჯერა იმ მოდელის, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუმ შექმნა და თითოეული ჩვენგანი ცდილობს ეს გუნდი უსაზღვრო ნიჭის პატრონებით გააძლიეროს და გაამდიდროს."

მან ასევე ისაუბრა მეორე გუნდებზე: "მეორე გუნდი არის ის იდენტურობა, ის ფაბრიკა, რომლითაც ეს კლუბი ამაყობს და სადაც ფებხურთელები, რომლებსაც პირველ გუნდში სურთ თამაში იწვრთნებიან და სწავლობენ. ამ შემადგენლობის ახალი ფეხბურთელების უმრავლესობა, სწორედ მეორე გუნდიდან მოდის. 44 ფეხბურთელი თამაშობს პირველ დივიზიონში ისეთი, ვინებიც "მადრიდის რეალის" ფაბრიკის აღზრდილია, ევროპის ლიგებში ასეთი 52 ფეხბურთელია, მეორე დივიზიონში მათი რაოდენობა 36-ია. საერთო ჯამში კი 132 კასტილიელი. "კასტილია" წინა სეოზნში საუკეთესო იყო და გვჯერა, რომ ტორილი ამ გუნდით ისტორიას შექმნის. სხვადასხვა მიზეზების გამო, მიმდინარე სეზონის სტარტი ცუდია და ამიტომაც ჯერჯერობით მოთმინება გვმართებს, ვინაიდან წარმატება აუცილებლად მოვა. "მადრიდის რეალ ც"-მ საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა საკუთარ ისტორიაში სეგუნდა ბ-ში. ჩვენ ასევე ვართ კლუბი, რომელიც ყველაზე დიდი მიმწოდებელია ფეხბურთელების ესპანეთის სამი ასაკობრივი ნაკრებისთვის. ადვილი არ არის პირველ გუნდში გადმოსვლა, მაგრამ ჩვენ გვჯერა და ბევრს ვმუშაობთ მეორე გუნდისთვის."

საკალათბურთო გუნდი: "ერთი წლის წინ მე თქვენ გითხარით, რომ გულშემატკივრებისგან ვალი გვქონდა აღებული და დღეს თამამად შემიძლია გითხართ, რომ ეს ვალი გასტუმრებულია და ჩვენ გვუავს ის გუნდი, რომელსაც ტიტულების მოგება შეუძლია, როგორიც ესპანეთის სუპერ თასი და ლიგის ტიტულია. დამატებით, ჩვენ ახლოს ვიყავით ევროპის თასის მოგებასთან და ევროლიგის ფინალში ვითამაშეთ 18 წლიანი ცუდი პერიოდის შემდეგ. "

"სანტიაგო ბერნაბეუს" მოედანთან და "სიუდად რეალ მადრიდთან" დაკავშირებით მან განაცხადა: " "სანტიაგო ბერნაბეუ" "მადრიდის რეალის" მხარდამჭერებისთვის უმთავრესი ტერიტორიაა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური პროექტი, რომელიც სტადიონის განახლებას ეხება. გვინდა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო სტადიონად იქცეს და ასევე გვსურს, რომ ის გახდეს ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი შენობა. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო რამოდენიმე კვირეების მანძილზე შევძლებთ გამოვაცხადოთ კონკურსი სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტთან დაკავშირებით. ვამაყობთ "სიუდად რეალ მადრიდით" და პირველი კლუბის საცხოვრებელი ფართით, რაც ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია."

პრესასთან დაკავშირებით პერესმა აღნიშნა: "ძალიან მალე Realmadrid.com-ს ახალი ვერსია ექნება, რაც წევრების მოთხოვნებთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გავაუმჯობესოთ RealmadridTV-ს ხარისხი და ასევე გვინდა, რომ ის ინტერნეტ ტელევიზია გავხადოთ." დამატებით მან ისაუბრა "მადრიდის რეალის" საუნივერსიტეტო სკოლაზე: "ჩვენ ვართ ერთადერთი კლუბი, რომელსაც საუნივერსიტეტო სკოლა აქვს, რომელიც სტუდენტებს 10 პროგრამას სთავაზობს და წინა კურსის მანძილზე 1000-მდე სტუდენტი სწავლობდა ჩვენს სკოლაში." dle 10.1

  • shvela
  • 23 სექტემბერი 2013
  • 2465
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)