უგო: "რონალდუ ყველანაირ რეკორდს დაამხობს"

სამეფო კლუბის ლეგენდარულმა მეგოლე უგო სანჩესმა, გამოცემა AS-თან რონალდუ შეაქო და ამასთანავე გუნდზე ისაუბრა.


- თუ გახსოვთ, რამდენჯერ გაქვთ გამოჩენილი თავი "რეალის" რიგებში?
- 207-ჯერ.

- ალბათ, საქმის ყურში ხართ, რამდენი გოლი ირიცხება რონალდუს ანგარიშზე?
- არ ვიცი.განმანათლეთ.

- ის მხოლოდ ერთი გოლით ჩამოგრჩებათ.ცოტაც და, თქვენ მიღწევას უკან მოიტოვებს...
- მშვენიერია.რამდენიმე წლის უკან, ლა ლიგაზეც მოხსნა ჩემი რეკორდი.საუბარია სეზონში 38 გოლის გატანაზე.მოხარული ვარ, რომ რონალდუ ამას აკეთებს.რეკორდები იმიტომ არსებობს, რომ ადრე თუ გვიან, ვიღაცამ დაამხოს.

- 206 გოლს 283 თამაში მოანდომეთ, კრიშტიანუს კი მხოლოდ 204 მატჩის ჩატარება დასჭირდა...
- კრიშტიანუ რონალდუ, მესისთან ერთად, თანამედროვე ფეხბურთის გიგანტია.ასაკის მატებასთან ერთად, კრიშტიანუ უფრო დაიხვეწა და გაცილებით სანახაობრივი გახდა.მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა კიდევ 5 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი კლუბთან და თუ ტრავმები დაბრკოლებებს არ შეუქმნიან, მადრიდში ყველა რეკორდს ბოლოს მოუღებს.ეჭვგარეშეა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, რაულსაც ჩამოიტოვებს.ჩემი აზრით, ხელშეკრულების განახლებამ, რონალდუზე დადებითად იმოქმედა.სწორედ ამის დამსახურებაა სეზონის ბრწყინვალე სტარტი.ასეთი დეტალები, ფეხბურთელებს დამაჯერებლობას მატებს.

- კრიშტიანუ რაიმე თვისებით გაგონებთ საკუთარ თავს?
- სიმართლე ითქვას, რთულია ძველი და ახალი ფეხბურთის შედარება.დღესდღეობით ფიზიკური მომზადება ყველაზე მნიშვნელოვანია სპორტის ამ სახეობაში.როგორც რონალდუ, ასევე მე, ყოველთვის გოლის გატანის სურვილით ვიყავით შეპყრობილი.აღსანიშნავია, რომ ჩვენი პოზიციებიც განსხვავებულია მოედანზე.მე სუფთა ცხრიანი ვიყავი და მეტის კარის სიახლოვეს ვთამაშობდი, რონალდუ კი სისწრაფის ხარჯზე სიღრმიდან უტევს, რაც იდეალურად გამოდის.

- ახლო დისტანციიდან შეტევით, სეზონში 38 გოლის გატანა მოახერხეთ...
- ამ რეკორდს, რომელიც უკვე დამხობილია, იმ დროისათვის და დაუპყრობელ მწვერვალად მიიჩნევდნენ.დღეს ყველაფერი სხვაგვარაა.პიჩიჩისთვის მხოლოდ რონალდუ და მესი იბრძვიან.

- თქვენ მოიგეთ პიჩიჩი.სეზონი წინ გეგმავდით ამას?
- არასოდეს.ზუსტად ვიცი, რომ მაშინ, "ბარსელონა" სპეციალურად ყიდულობდა ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც პოტენციურად შეეძლოთ ჩემთვის ამ წოდების ჩამორთმევა.კონკურენციის გაწევა მიხდებოდა არჩიბალდესთან და სტოიჩკივთან.ამასთანავე, სევილიასა და ატლეტიკოს ძლიერ ფოვარდებთან, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული მე გამოვდიოდი.რა თქმა უნდა, ძალზედ მახარებდა ეს ფაქტი, მაგრა ყველაზე მთავარია ის იყო, რომ ჩემი გოლებით გუნდს ტიტულების მოგებაში ვეხმარებოდი.დიდი იმედი მაქვს, კრიშტიანუც ჩემპიონობას დაუბრუნებს მადრიდს.

- შეაფასეთ დღევანდელი რეალი?
- ამჟამინდელი შემადგენლობა ძალზედ იმედიანად გამოიყურება.კარლო ანჩელოტი საკუთარი სტილის დანერგვას ცდილობს და კარგად გამოდის.გუნდმა ბწყინვალედ დაიწყო სეზონი.

realmadrid.ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)