მილა : "ბეილს დიდი პოტენციალი აქვს"

ლუის მილა, რომელიც იმ იშვიათ ფეხბურთელთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც მადრიდის რეალსა და ბარსელონაში ირიცხებოდნენ, აცხადებს, რომ გარეთ ბეილი სამეფო კლუბს დიდ დახმარებას გაუწევს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი გუნდს სათავეში ჟოზე მოურინიო ეყოლებოდა, უელსელს კიდევ უფრო მეტის ჩვენება შეეძლო...


"როგორც კარლო ანჩელოტი, ასევე ჟოზე მოურინიო უმაღლესი დონის მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, მათ მართლაც სასწაულების მოხდენა შეუძლია და მატჩში გარდატეხის შეტანას უმალვე ახდენენ, რა თქმა უნდა თუ ამას საჭიროება მოითხოვს."

"ვთვლი, რომ ჟოზე მოურინიოს სტილი გარეთ ბეილს უფრო მოუხდებოდა ვიდრე კარლო ანჩელოტის, იტალიელი უდიდეს კონცენტრაციას ახდენს ბურთის ფლობასა და განაწილებაზე, პორტუგალიელს კი ძალიან უყვარდა კონტრ-შეტევა, სადაც კრიშტიანო-გარეთის დუეტი დამანგრეველი იქნებოდა."

"დარწმუნებული ვარ უელსელი მოთამაშე სამეფო კლუბს უდიდეს დახმარებას გაუწევს, რადგან მასში მართლაც დევს პოტენციალი და ვარსკვლავური ნიჭი, იგი ჰოტსპურში თამაშის დროს უბრალოდ შეუდარებელი იყო და სამართლიანად გახდა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ინგლისის მასშტაბით."

"ბეილს აქვს ბრწყინვალე დარტყმა, შესანიშნავი სისწრაფე, განმაცვიფრებელი ფიზიკური ძალა, აღმაფრთოვანებელი მონდომება და გუნდელების მიმართ დიდი პატივისცემა, რაც ფეხბურთელს უდიდესი წარმატების გზას გაუყენებს, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ იგი გაცილებით უფრო პროდუქტიული "განსაკუთრებულის" ხელში იქნებოდა." dle 10.1

  • Hala
  • 22 სექტემბერი 2013
  • 1600
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)