კაკამ მილანსა და რეალზე ისაუბრა

რიკარდო კაკა , რომელიც ტრავმირებულია ჟურნალისტებს შეხვდა და თავისუფალი დრო დაუთმო, მან იტალიურ კლუბსა და მადრიდის რეალში გატარებულ წლებზე ისაუბრა...


"მე უდიდესი გამოცდილება მივიღე მადრიდში ყოფნით. მიუხედავად იმისა, რომ მილანში ყველაფერი კარგად მქონდა, მჭირდებოდა ახალი გამოწვევა, რომელიც მივიღე კიდეც, ესპანეთის დედაქალაქში სათანადოდ ვერ ვიასპარეზე და არაერთხელ გავხდი კრიტიკის მთავარი საგანი, თუმცა ამ ყველაფერმა გამაძლიერა და საკუთარ თავში დამატებითი ძალები მაპოვნინა , რაც ძალიან გამომადგება სამომავლოდ."

ბრაზილიელის განცხადების სამეფო კლუბსა და მილანურ გუნდს შორის დიდი სხვაობაა საკმაოდ ბევრ ასპექტში.

"რთულია მადრიდული და მილანური გიგანტების შედარება, მაგრამ იტალიაში სიტუაცია უფრო მჭიდროა და ფეხბურთელები გაცილებით ნაკლებ სტრესს განიცდიან, ვიდრე მადრიდში, ამის თქმა თავისუფლად შემიძლია."

რიკიმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომდევნო სეზონებს იმედის თვალით უყურებს...

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მილანის დახმარებას ვერ ვახერხებ, მომავალს იმედის თვალით ვუყურებ და ვთვლი, რომ წინ ბევრი გამოწვევა მაქვს, რომელიც უნდა მივიღო და დიდ წარმატებებს მივაღწიო. 10 წლის წინ "როსონერიში" სულ სხვა სიტუაცია იყო, სწორედ ამ დროს მოვედი მე აქ, ახლა ხელახლა დავბრუნდი, მაშინდელი და ახლანდელი სიტუაცია მკვეთრად განსხვავდება თუმცა მიზანი ერთია, მაშინაც იმიტომ მოვედი, რომ ლიდერის ფუნქციები გადმომებარებინა და ახლაც. ამ ეტაპზე იტალიურ კლუბს ჩემი დახმარება სჭირდება ჩემი ვალი კი უმაღლეს დონეზე თამაში და მწვერვალების დაპყრობაა."

"ტრავმის მოშუშების პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს, ძალიან მსურს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, თუმცა ამას მედიკოსები და მწვრთნელთა ჯგუფი გადაწყვეტს." dle 10.1

  • Hala
  • 22 სექტემბერი 2013
  • 2777
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)