რონალდო: „პერესმა შეცდომა დაუშვა“

გამოცემა „ას“-მა, ბრაზილიელ რონალოდსთან, „პოკერ სთარის“ ტურნირის დაწყებამდე ჩაწერა ინტერვიუ.


- მე ვესაუბრები ნამდვილ რონალდოს?
- (იცინის) ეს მოურინიოს სიტყვებია.არ მიყვარს კამათი.

- რას იტყვით რონალდოების შედარებაზე?
- ყველა ადამიანის აზრი დასაფასებელია.თითოეული ფეხბურთელი ქმნის ისტორიას, რომლის წაშლაც სხვას არ შეუძლია.ბედნიერი ვარ ჩემი კარიერით.

- და მაინც, რომელი რონალდოა საუკეთესო?
- ჩვენი სათამაშო სტილი, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.მე ცენტ-ფოვარდის პოზიციაზე ვირჯებოდი, ხოლო ის მეორე ხაზის თავდასხმელია.მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რონალდუმ მადრიდში გოლების გატანა ისწავლა და არაერთი საოცარი გოლით მოგვანიჭა სიამოვნება.ამის გაკეთება მხოლოდ კარგ ფეხბურთელებს შეუძლიათ.

- თქვენ დროს ისეთი კონკურენცია არ იყო, როგორც დღესდღეობით რონალდუსა და მესის შორის სუფევს...
- ვერ დაგეთანხმებით, პირიქით, მაშინ უფრო დიდი კონკურენციები იჩენდა თავს.პირადად მე, კონკურენციის გაწევა მიწევდა ზიდანთან, რივალდოსთან, ფიგუსთან, რონალდინიოსთან, ოუენთან, ბატისტუტასთან და ა.შ. დღეს კი, მხოლოდ რონალდუ-მესიზე საუბრობს ყველა.რაც მართალია, ორივე დიდებული მოთამაშეა.

- გაგვიხსენი თქვენი კარტები.რონალდუ თუ მესი?
- უპირატესობას მესის მივანიჭებდი.ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახლის ყიდა გინდა და 2 შესანიშნავი ვარიანტს შორის გიწევს არჩევანის გაკეთება.რა თქმა უნდა, რომელიმე უნდა აირჩიო.

- ანუ თქვენ ამბობთ რომ მესი?
- დიახ.ის უფრო სრულყოფილია და იტანს მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არსებობს.

- რომელ მწვრთნელს გამოარჩევდით ყველაზე მეტად და რატომ?
- ვისენტე დელ ბოსკეს.„ულვაშა“ პირდაპირი და პატიოსანი პიროვნება გახლავთ.ყველა ფეხბურთელს უყვარს ის, რამეთუ ყოველგვარი აურზაურის გარეშე აკეთებს საქმეს.საშინაო თამაშების წინ, სასტუმროში არ გვაჩერებდა, რაც ვფიქრობ, შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო.ვგონებ, ესპანეთის ნაკრებში ბედნიერია, რომ ასეთი თავკაცი ჰყავს.

- პერესმა მისი გაშვებით შეცდომა დაუშვა?
- დიახ, დიდი შეცდომა იყო.სიმართლე გითხრათ, დღემდე არვიცი რატომ მოხდა ესე.ჩვენ ლა ლიგის ჩემპიონობას ვზეიმობდით და უეცრად დამრიგებელი გაათავისუფლეს.

- იერო?
- ფერნანდოს შემთხვევაც ანალოგიური გამოდგა.

- ზიდანივით ხომ არ დაბრუნდებით მადრიდში?
- არა, მწვრთნელობას არ ვაპირებ.მინდა, რომ საზოგადოებასთან ვიმუშავო, ფეხბურთის განვითარების კუთხით.

- ნეიმარი მადრიდში რატომ არ გადმოვიდა?
- იმიტომ, რომ მან აირჩია ბარსელონა.

- ბეილი 100 მლნ. ღირს?
- ასეთ კითხვებზე პასუხი არ გამაჩნია.ყოველ წელს, ფეხბურთში ახალი რეკორდები იხსნება სატრანსფერო თანხის თვალსაზრისით.იმედია, გარეთი გაამართლებს.

- კასილიასი სათადარიგოზე.რას ფიქრობთ?
- შორიდან, უცნაურად გამოიყურება ეს და მეც სხვა აზრზე ვიქნებოდი, ლოპესს რომ არ ვიცნობდე, რომელიც მაღალი კლასის მეკარება.დიდი ბედნიერებაა, როდესაც გუნდში 2 ძლიერი გოლკიპერი ირიცხება.

- მაგრამ კასილიასი კასილიასია...
- ის რეალისა და ესპანეთის სიმბოლოა.მან ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

- თქვენ ანჩელოტისთანაც გიმუშავიათ?
- კარლოსა და დელ ბოსკეს შორის ბევრი მსგავსებაა.მასთან საუბარი მქონდა და ძალიან უნდა მადრიდთან ერთად დიდი მიღწევები.

- როგორც ჩანს, ძალიან გიყვართ ტექსასური პოკერის თამაში?
- მეგობრების მაგიდაზე ვზივარ, თან საკმაოდ დიდი ხანია.საინტერესოა, როდესაც კარგი კარტი მოგდის და ზრუნავს იმაზე, რომ სხვებმა არ გაიგონ ამის შესახებ.

as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)