ალონსო შესაძლოა სხვა კლუბს იანვარში შეუთანხმდეს

მოგეხსენებათ, ჩაბი ალონსო ტრავმირებულია, ის კარლო ანჩელოტის ფორმაციის მადრიდის რეალს მართლაც რომ ძალიან აკლია, რადგან იტალიელი სპეციალისტი მისი სტილის ფეხბურთელს ყოველთვის დიდ ნდობას უცხადებდა...


მოთამაშე ვერც "ფურია როხას" დახმარებას ახერხებს ტრავმის გამო, თუმცა ვისენტე დელ ბოსკეს დიდი არჩევანი აქვს და სათადარიგოთა სკამზეც უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან გამწესებულები, ამასთან ერთად ევროპის არერთ წამყვან გუნდში ასპარეზობენ კვალიფიციური ნახევარმცველები, რომლებიც ოცნებობენ ეროვნული ნაკრების ღირსებიც დაცვაზე.

გავრცელებული ინფორმაციით მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა ჩაბის საშუალებას მისცემს სხვა გუნდებს მოელაპარაკოს და სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში შეთანხმებას მიაღწიოს.

რა ფორმაში დაბრუნდება ესპანელი კაცმა არ იცის, თანაც ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ალონსო მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა თუ სასწაულს მოახდენს, რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდება მინდორს და სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრებს ადგილს. ეს ყველაფერი სათქმელად ნამდვილად იოლია, მაგრამ შესასრულებლად რთული.

თუკი ჩაბიმ იანვარში ახალი კლუბი ვერ მოძებნა, მაშინ ფლორენტინო პერესს ახალ კონტრაქტზე მოუწევს ფიქრი, რადგან მას 2014 წლის 30 ივნისს კონტრაქტი ეწურება რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობა შეეძლება და "ბლანკოსი" მის გაყიდვას ვეღარ მოახერხებს, მისი დონის მოთამაშის უფასოდ დათმობა კი დედაქალაქელების გეგმაში რა თქმა უნდა არ შედის. dle 10.1

  • Hala
  • 22 სექტემბერი 2013
  • 1654
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)