კაზემირო : „სამეფო კლუბში დიდი კონკურენციაა“

ბრაზილიელი ნახევარმცველის, კაზემიროს განცხადებით სამეფო კლუბში დიდი კონკურენციაა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა ის თვლის, რომ შესწევს ძალა დაიმსახუროს კარლოს ნდობა და რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს სტადიონზე...


„როდესაც ბერნაბეუზე გავდივარ ყველა სტრესი მეხსნება და მხოლოდ მატჩის მიმდინარეობაზე ვარ კონცენტრირებული, ჩემთვის ნამდვილად ბედნიერია ყველა ის წუთი, რომელსაც სამეფო კლუბის მაისურით ვატარებ, ეს დიდი მოტივაცია გახლავთ და ყველაფრისთვის მზადყოფნას გამოვთქვამ.“

„ჩემთვის უმნიშვნელოვანესია კარლოს ნდობა იგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მაღალი დონის პროფესიონალად ჩამომაყალიბოს, იტალიელ სპეციალისტს ახალგაზრდების მიმართ დიდი ნდობა აქვს, რადგან თვლის, რომ სწორედ ახალგაზრდობაში დევს ის მონდომება და პოტენციელი, რომელიც ჩვენ გუნდს წარმატების გზის ფინიშში მიიყვანს.“

„სამეფო კლუბში დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ნახევარდაცვის რგოლი, სადაც უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელია გამწესებული. ვიცი, რომ ყველა მატჩს ძირითადში ვერ დავიწყებ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯო იმისათვის, რომ კარგი შთაბეჭდილება დავტოვო და რაც შეიძლება დიდი ხანი გავისარჯო მოედანზე.“

„მიზანი ბრაზილიის ნაკრებში რაც შეიძლება მალე მოხვედრა გახლავთ. თუ მოვახერხე და მუნდიალზე გავემგზავრე ძალიან ბედნიერი ვიქნები, ძალიან მსურს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, ეს ხომ ენითაუწერელი ტურნირი გახლავთ, სადაც ყველა ფეხბურთელი საკუთარი ნაკრებისთვის ბოლომდე იხარჯება.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 სექტემბერი 2013
  • 1702
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)