დროგბა : „კარლომ ბრწყინვალე გუნდი ჩამოაყალიბა“

დიდიე დროგბას განცხადებით, კარლო ანჩელოტის ძალიან მაღალი დონის გუნდი ჰყავს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მეათე თასისთვის ბრძოლა...


„გალათასარაი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც საკუთარ კედლებში ისეთი კოლექტივის დამარცხება უნდოდა, როგორიც მადრიდის რეალი გახლავთ. სიმართლე გითხრათ ჩვენ არ ველოდით, რომ კარლო ანჩელოტი მცირე ხნის განმავლობაში ასეთ ბრძოლისუნარიან და გაუტეხავ გუნდს ჩამოაყალიბებდა. ჩვენთვის სიურპრიზი იყო „ბლანკოსის“ ასეთი თამაში, რადგან მათგან მეტ დაბნეულობას ველოდით, გალას ფანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ახლადჩამოყალიბებული მადრიდისთვის გასაქანი არ მიეცათ, მაგრამ პროფესიონალიზმმა მაინც თავისი ქნა და ჩვენ სამარცხვინოდ დავმარცხდით.“

„ბლანკოსი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის უპირობო ფავორიტი გახლავთ, თანაც მათ სათავეში იტალიელი სპეციალისტი უდგათ, რომელიც ევრო სარბიელს უდიდეს ყურადღებას ანიჭებს, ანჩეს ძალიან უყვარს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა, მან მილანში 2-ჯერ მოიგო თასი, თუმცა 3-ჯერ ითამაშა ფინალში.“

„ურთულეს ჯგუფში ვართ მოხვედრილნი. ვთვლი, რომ უპირობო ფავორიტი მადრიდის რეალი გახლავთ, კოპენჰაგენი, გალათასარაი და იუვენტუსი კი მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ. დანიურმა კლუბმა იტალიელებთან მიღწეული ფრით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ და მათთან თამაში არც ისე იოლია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. არ ვთვლი, რომ დანიურ კლუბს შანსები არ აქვს, ისინი ყველაფერს გააკეთებენ მაქსიმუმისთვის.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 სექტემბერი 2013
  • 3564
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)