ვალდანო : „რეალში დიდი გარდაქმნები მიმდინარეობს“

სამეფო კლუბის ყოფილი გენერალური დირექტორის, ხორხე ვალდანოს განცხადებით სამეფო კლუბში დიდი რეორგანიზაციაა, რასაც დრო სჭირდება, გუნდი კი შედეგს აუცილებლად დადებს...


„მას შემდეგ, რაც „მერენგები“ ჟოზე მოურინიომ დატოვა, ბევრი ცვლილება მოხდა. გუნდი ჩაიბარა გამოცდილმა კარლო ანჩელოტიმ, რომელსაც ფეხბურთის განსაკუთრებული ხედვა აქვს, იგი თითქოს უცნაურად უყურებს ყველაფერს, მაგრამ მოგებული ტიტულები ყველაფერზე მეტყველებს.“

„გუნდი დატოვეს ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან მესუთ იოზილი და გონსალო იგუაინი. ვგონებ, ორივე ფიგურა „ბლანკოსისთვის“ დიდ ძალას წარმოადგენდა და მათი დანაკლისის შევსება არც ისე იოლი გახლავთ.“

„რეალში დიდი გარდაქმნები მიმდინარეობს, რასაც დასჭირდება გარკვეული დრო. არ გამიკვირდება, რომ ესპანელებმა მიმდინარე სეზონში ვერაფერი მოიგონ, რადგან სამეფო კლუბი ჩამოყალიბებების პროცესშია, პორტუგალიელის წასვლის შემდეგ გუნდი თავიდან ბოლომდე დაიშალა და ახლიდან შენდება.“

„ისკო დიდებული შენაძენია, ის საკუთარ სიტყვას იტყვის, როგორც დედაქალაქურ კლუბში, ასევე ეროვნულ ნაკრებში, სადაც მას თამაშის შანსი არაერთხელ მიეცემა. დარწმუნებული ვარ ალარკონი მუნდიალზე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს და ესპანელთა გულებს დაიპყრობს, ამ ფეხბურთელში მართლაც რომ დიდი პოტენციალი დევს, რომლის გამოყენება და გამომჟღავნება აუცილებელი გახლავთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 სექტემბერი 2013
  • 2508
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)