დიდი გამარჯვება თურქებზე

უწინარეს ყოვლისა, სანამ ჩემ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ, მინდა მოგილოცოთ ჩემპიონთა ლიგის დიდებულად დაწყება.


ნათქვამია, ბევრი ტრაბახი კარგს არაფერს მოგიტანსო და თურქების შემთხვევაშიც ეგრე გამოდგა.ალბათ, სამეფო კლუბის ფეხბურთელები 6 გოლს არ გაიტანდნენ, რომ არა ბანერი, რომელიც ულტრა ასლანის წევრებმა, ტურნირის ჰიმნის აჟღერებასთან ერთად გაშალეს ტრიბუნაზე.თუ დააკვირდებით ფოტოს, დაინახავთ რომ სავარძელში მოკალათებულ თურქ მრისხანე ეფენდის, რონალდუ, პირლო და დანიური ლომი გაურბიან.ისე, კი აუხდათ ადგილობრივებს - კრიშტიანუ გაიქცა და ჰეთ-თრიქიც ჩაიდო ჯიბეში.

გადავიდეთ უშუალოდ მატჩის პერიპეტიებზე.ტრადიციისამებრ, სტადიონზე, მეტროში გაცნობილი გალას გულშემატკივრების წყალობით, 3 საათით ადრე მივედი, სადაც რამდენიმე მადრიდისტა დამხვდა და მას შემდდგ, კიდევ მაქს. 70-80 ადამიანი მდაგვემატა.რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სტუმართათვის განკუთვნილი სკამების 30%-იც კი არ იქნებოდა შევსებული.აქედან,,ძირითადად ალჟირელი მადრიდისტები ჭარბობდნენ.ისინი, ტამტამებითა და სხვადასხვა ინსტრუმენტებით შეიარაღებულნი, არ გაჩერებულან.მართალია, თავდაპირველად არავის ესმოდა მათი ხმა, თუ,ცა გასაგები მიზეზენის გამო, მეორე ტაიმში კონვერტის წაყვანა ჩვენ ვითავეთ.

მოკლედ, როგორც წესი, სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა.ტიფოზები ადგილობრივ ფავორიტებს იმდენად აქტიურად უჭერდნენ მხარს, რომ რეალის ცუდი სტარტი არც გამკვირვენია და ამას პირდაპირ ქომაგებს მივაწერ, რომლებიც საწყისო წუთების განმავლობაში დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ მოწინააღმდეგეზე, თუმცა როგორც ნახეთ, მადრიდელებმა ადვილად გადალახეს ეს ბარიერი და თამაშში დროულად ჩაერთვნენ.აქვე გამოვყოფ იკერის ტრავმას, კაპიტანი მთელმა სტადიონმა ტაშით გააცილა.

შევეცდები, მატჩის დეტალებს, რაც ყველამ კარგად იცით, არ ჩავეძიო და მხოლოდ განსაკუთრენულ მოვლენებზე გავამახვილო ყურადღება.ერთი ესეთია, დროგბას ფაქტორი, რომელიც მიუხედავად ასაკისა, რეალის მცველებისათვის დაუპყრობელ მწვერვალად რჩება.პირდაპირ გეტყვით, რამოსმა და კომპანიამ ვერაფერი მოუხერხეს და ალბათ, რომ არა ხედირასთან შეჯახება და მოედნის დატოვება, რამდენიმე წუთში, ანდალუსიელი ანალოგიურს გაუკეთებდა კოტდიუარელს.

უბრალოდ არ შემიძლია ხაზი არ გაგუსვა სემი ხედირას დიდებულ გამოსვლას.ამ ფეხბურთელმა დამარწმუნა, რომ შავი სამუშაოს ერთ-ერთი უბადლო ოსტატია.გერმანელი ყველგან იყო, სადაც კი ამის საჭიროება არსებობდა.ნამდვილად ყოჩაღ სემის და ქებადაქება ჩემგან.

ამასთანავე ხოტბას შევასხამ ისკოს, რომელსაც მოედნის ხედვის დიდი ნიჭი და ტექნიკის ულევი არსენალი გააჩნია.ის არ ყოყმანობს და ყოველთვის წამის მეათედებში იღებს გადაწყვეტილებებს.შეიძლება ნაადრევ და ჯერჯერობით არარეალურს ვამბობ, მაგრამ ცოტა ხანში, მისი წყალობით, იოზილი არავის ემაზსოვრება.

ალბათ, ჩემი მხრიდან გადაჭარბებული იქნება, რონალდუსა და ბეილზე საუბარი.პორტუგალიელმა უბრალოდ გვასიამოვნა ქომაგები. რომლებიც ფეხბურთელებიდან მხოლოდ მის გვარს ვსკანდირებდით.შეუძლებელია ნორმალურად აღიქვა ის სისწრაფე, რომელსაც კრიშტიანუ გადაადგილებისას იყენებს.რაც შეეხება გარეტს, ის მცველების ნამადვილი რისხვაა.მისი შეცვლაზე შემოყვანა, ნებისმიერი გუნდისთვის საკონტროლო გასროლის ტოლფასი იქნება.უელსელი კანში ვერ ეტევა, მუდამ მოძრაობს და ენერგიის დახარჯვისაკენ მიილტვის.

ჩემი აზრით, დიდი იმედგაცრუება გამოდგა დი მარია.ეს უკანასკნელი მოედანზე ისე იკარგება ხოლმე, როგორც ადამიანი ლაბირინთში.ამიტომაც, გალას მეკარეს უფრო მეტ ქულას დავუწერდი, რომელმაც 6 გოლი გაუშვა, ვიდრე ანხელს.

ვფიქრობ, გაინტერესებთ ბენზემაც.ფრანგი რეალურადაც ისეთი მოუქნელი და ზანტია, როგორც ტელევიზორში.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 0-5ზე გალათასარაის გოლი, რამოსის ინიციტივა იყო.კაპიტანს აშკარად ეტყობოდა, რომ თუქ ტელეკომ არენადან მშრალად არ უნდოდა გასვლა და ამაში ვეთანხმები, ადგილობრივი ქომაგები ნამდვილად იმსახურებდნენ გოლს.

და ბოლოს, ვეცადე მოკლედ ჩამომეყალიბებინა მიღებული ემოციები.მადლობას გიხდით ყურადღებისათვის და გისურვებთ, ადრე თუ გვიან რეალის თამაშის ლაივში ყურებას.

ილიარამენდი, სპეციალურად ჰალასთვის, სტამბულიდან dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (237)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)