თურქები გამარჯვებისთვის ემზადბიან

ჩემპიონთა ლიგის დაწყებას, ევროპის ყველა ქალაქში სიხარულით ეგებებიან, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებული სიტუაციაა თურქეთში.


15 მილიონიანი სტამბული, რომელიც უდავოდ გამორჩეულია თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, მზად არის კიდევ ერთხელ უმასპინძლოს მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბს.

შარშანდელი შედეგიდან გამომდიარე (3-2), გალას ქომაგები დიდი იმედითა და მოლოდინებით ხვდებიან მომავალ დაპირისპირებას.მეტიც, უმრავლესოის აზრით, თერიმის გუნდი 2 უპასუხო გოლს გაუტანს ანჩელოტის შეგირდებს.

ნიშანდობლივია, რომ თამაშამდე 24 საათით ადრე ქალაქის ქუჩებში დიდებული საფეხბურთო განწყობაა.დიდი თუ პატარა, ასლგაზრდა თუ მოხუცი, რეალთან პაექრობაზე საუბრობს.საზოგადოებრივ ტრანსპორტებში, კაფეებში, რესტორნებსა და მაღაზიებში, სპორტული რადიოებისა და ტელევიზიების ხმა დაგაყრუებთ.ისინი ყოველ წუთს, მატჩთან დაკავშირებით ახალი ინფორმაციის მიღებაზე არ ამბობენ უარს.

საოცარი ატმოსფერო იქნება თამაშის დღეს.როგორც წესი, დილიდანვე გალას ფერებში შეიმოსება ქალაქი და ქომაგები სხვადასხვა ხმამაღალი შეძახილებითა და საყვირების გუგუნით, კიდევ ერთხელ დაუმტკიცებენ ერთგულბას საყვარელ კლუბს.მათ საკუთარ თავს, სამშაბათს უქმობა გამოუწერეს, რამეთუ იციან, რომ მხარდაჭერა და ქომაგობა, სტადიონამდე იწყება.

თავიწ მხრივ, ჯერ ჩრდილში ვართ სტამბულში მყოფი მადრიდისტები.ბუნებრივია, ყველა ვერიდებით აზრის საჯაროდ დაფიქსირებასა და ადგილობრივების გაღიზიანებას, თუმცა ჩვენთვის ყოველგვარი ბარიერი, სტუმართათვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, ფეხის შედგმის მომენტიდან მოიხსნება.

რა თქმა უნდა, რამდენიე ათასი თურქის ხმას ვერ გადავფარავთ, მაგრამ თუ რეალმა ყოჩაღად ითამაშა, ამაში შეუძლებელი არაფერი.კარგად მახსოვს წინა დაპირისპირება და გალას ტიფოზების სიმღერა ბოლო ხმაზე, თუმცაღა რონალდუს პირველი გოლის შემდეგ, სამარისებული სიჩუმის ფონზე, მხოლოდ მადრიდ-მადრიდ-მადრიდ ისმოდა.

ერთი სიტყვით, დიდებული თამაშის მოლოდინში ვართ.მაქვს ბედნიერება, ცხოვრებაში მეორედ დავესწრო რეალის თამაშს.

ილიარამენდი, სპეციალურად ჰალასთვის, სტამბულიდან dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)