ანჩელოტის პრესკონფერენცია

ანჩელოტიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.


ბეილის პოზიცია: "მე მიმაჩნია, რომ ბეილს შეტევის ხაზში ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. სამწუხააროდ ცხრა ნომრის პოზიციაზე ვერა, მაგრამ სხვა დანარჩენ პოზიციაზე თავისუფლად ითამაშებს. მგონი ის უფრო მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს."

იკერ კასილასი: "მე შევიცვალე ჩემი პოზიცია და ხვალ დიეგო ლოპესი ითამაშებს (იცინის). ვხუმბრო, იკერი ხვალ სასტარტოში იქნება, მე მყავს ორი იდეალური გოლკიპერი, რომლებიც ბრწყინვალედ გამოდიან, დიეგო ლოპესი თავისი შრომის და ჩატარებული შეხვედრების გამო იმსახურებს ლა ლიგაში თამაშს, ხოლო იკერი კი თავისი პროფესიონალიზმიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა თამაშობდეს ჩემპიონთა ლიგაზე. კასილასს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ის მშვიდადაა და მას კიდევ ბევრი ბრწყინვალე შეხვედრის ჩატარება მოუწევს. მას ყველა თვისებები აქვს ზეწოლასთან გასამკლავებლად. ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს."

გოლკიპერები: "თუ ორივე მათგანმა კარგად ითამაშა, იკერი ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს მთელი სეზონი, ხოლო ლოპესი კი ლა ლიგაში."

ფატიჰ თერიმი: "მას აქვს გამოცდილება და ნიჭი, მნიშნელოვანი საქმეები აქვს გაკეთებული და მასთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს."

გუნდი იოზილის გარეშე: "არაფერი არ შეცვლილა. იოზილს ბრწყინვალე მონაცემები ქონდა, მაგრამ ჩვენ გვავს ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ ასეთი ნიჭი. იოზილის წასვლით არაფერი შეცვლილა."

კრიშტიანოსთან გახანგრძლივება: "მსოფლიოსთვის რონალდუს მიერ კონტრაქტის გახანგრძლივება კარგი ამბავია. "მადრიდის რეალში" მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ითამაშებს. ასე იქნება მომავალშიც. რა თქმა უნდა, რონალდუ უფრო მოტივირებულია ამის შემდეგ. იმედი მაქვს ის უკეთესად ითამაშებს, ვიდრე წინა წელს."

ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელობა: "ეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. ყველას სურს მისი მოგება. ძალთა ბალანსი საკმაოდ დიდია. მთავარია, რომ მინიმუმ ის კვალიფიკაცია მაინც აჩვენო, რაც სხვა კლუბებს გააჩნიათ. ჩვენ დიდი ნიჭი გვაქ და ეს ამ ტურირის საუკეთესო კლუბებსი წინააღმდეგ იდეალური იარაღია. ჩვენ ვითამაშებთ სტადიონზე, რომელიც ცნობილია თავისი მხარდაჭერით ადგილობრივი კლუბის მიმართ და ეს ჩვენთვის კარგი ტესტი იქნება."

ბენზემა: "არ მაინტერესებს სხვების აზრი, როგორც სხვები, რომლებიც ეროვნული ნაკრებებიდან დაბრუნდნენ, ისიც არ არის ოპტიმალურ ფორმაში. ჩემთვის ინდივიდუალიზმი არ არის მთავარი გუნდურობა. უნდა გავაუმჯობესოთ ბალანსი, განსაკუთრებით ბეილთან მიმართებაში, რომელსაც წინასასეზონოდ არ უვარჯიშია და პირველად ჩვენთან ივარჯიშა. ეს ნელ-ნელა გამოსწორდება." dle 10.1

  • shvela
  • 16 სექტემბერი 2013
  • 5132
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (325)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)