ესპანეთი–არგენტინა 2:1

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა "ვისენტე კალდერონზე" ხაბი ალონსოს დუბლის წყალობით დაამარცხა არგენტინის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 2:1.


ესპანეთი–არგენტინა 2:1


იკერ კასილასმა ჩაატარა თავისი მეასე მატჩი ნაკრების რიგებში. ასევე ესპანეთის საფეხბურთო ფედერაცია ასი წლის იუბილეს აღნიშნავდა. მატჩი "ვისენტე კალდერონის" სახელობის სტადიონზე გაიმართა. ესპანელები პირველიევ წუთებიდან უტევდნენ "ალბისელესტეს" და ამან შედეგიც გამოიღო. მე–16 წუთზე მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ხაბი ალონსომ დააწინაურა ესპანეთის ნაკრები. გოლის შემდეგაც არ მოდუნებულა დელ ბოსკეს შეგირდები და მეორედ ცდილობდნენ არგენტინელთა კარის აღებას. არგენტინელები იშვიათად უტევდნენ. მოედანზე იყო "რეალის" ფეხბურთელები ფერნანდო გაგო და გონსალო იგუაინი. პირველი ტაიმიც ამით მორჩა.

ესპანეთი–არგენტინა 2:1


მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა. ცოტათი გააქტიურდნენ არგენტინელები. შემდეგ მოედანზე რაულ ალბიოლი გამოჩნდა, რომელმაც "გმირობა" ჩაიდინა და მაქსი როდრიგესი წააქცია, რის შემდეგაც პენალტი დაინიშნა კასილასის კარში, რომელიც ლეონელ მესიმ გოლად აქცია. გაშვებულმა გოლმა მარადონას შეგირდები გამოაცოცხლა. მარადონამ მეორე ტაიმში გაგო და იგუაინი გაიყვანა და მათ ნაცვლად კამბიასო და ტევესი შემოიყვანა. აღნიშვნის ღირსია ასევე ხაბი ალონსოსა და სერხიო რამოსის თამაშიც. ეს უკანასკნელი ფლანგზე ძალიან ბევრს დარბოდა და თავსატეხს უჩენდა მეტოქე გუნდის მცველებს. მატჩი დასასრულისკენ მიდიოდა, როცა არგენტინელთა მცველს ბურთი ხელზე მოხვდა. მსაჯმა პენალტის ნიშნულისნეკ გაიშვირა ხელი. პენალტი ალონსომ დიდებულად შეასრულა და დუბლიც გაიფორმა. ესპანეთის ნაკრებმა ყველას დაუმტკიცა, რომ ერთ–ერთი უძლიერესი ნაკრებია მსოფლიოში, არგენტინელებმა კი მორიგი უსახური შეხვედრა აჩვენეს.


14 ნოემბერი, სტადიონი "ვისენტე კალდერონი"

ამხანაგური მატჩი

ესპანეთი–არგენტინა 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 – ხაბი ალონსო (16), 1:1 – მესი (61), 2:1 – ხაბი ალონსო (86, პენ.)

ესპანეთი: კასილასი, რამოსი, პიკე, პუიოლი (ალბიოლი, 46), კაპდევილა, ბუსკეტსი, ხაბი ალონსო, ხავი (ფაბრეგასი, 61), ინიესტა (ხესუს ნავასი, 81), ვილია (მატა, 82), სილვა (ნეგრედო, 66)

ესპანეთი–არგენტინა 2:1


არგენტინა: რომერო, კოლოჩინი, დემიკელისი, ანსალდი, ჰაინცე, გაგო (კამბიასო 75), მასკერანო, დი მარია, მაქსი როდრიგესი (ლავესი, 84), იგუაინი (ტევესი, 59), მესი (პეროტი, 84)

გაფრთხილებები: ბუსკეტსი (25) – ჰაინცე (28), კოლოჩინი (31), ანსალდი (41), დემიკელისი (81)

არბიტრი: ალან კელი

ახლა კი ნახეთ ამ შეხვედრაში გატანილი გოლები:





dle 10.1

  • faqo
  • 15 ნოემბერი 2009
  • 4867
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)