ანჩელოტის ინტერვიუ

მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის ინტერვიუ, მატჩის შემდეგ.


მადრიდის "რეალმა" "ელ მადრიგალზე" ვერ შეძლო "ვილიარეალის" დამარცხება. კარლო ანჩელოტიმ პრესასთან მატჩი გაანალიზა: "ეს იყო რთული მატჩი. მე არ ვფიქრობ, რომ იყო ყველაზე ცუდი, რაც ჩვენ გვითამაშია. ორი გუნდის სხვადასხვა რიტმი აშკარა იყო, მაგრამ ეს მოასალოდნელი იყო, რადგან ეროვნული ნაკრებების შემდეგ, ყოველთვის ძნელია მატჩის ჩატარება. რიტმი და მომზადება სხვადასხვა იყო, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური პრობლემა, არამედ ფსიქოლოგიურიც. ჩვენ გავიტანეთ ორი გოლი და ცოტა მეტი ყურადღება უნდა დაგვეთმო, მაგრამ შედეგი სამართლიანია, რადგან "ვილიარეალმა" კარგად ითამაშა. ის კარგი გუნდია."

მატჩში ძირითადში იყო გარეთ ბეილი. "ვილიარეალთან" უელსელის დებიუტი შედგა "თეთრების" მაისურში და მან თავისი პირველი გოლიც გაიტანა. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა: "მე ვფიქრობ, რომ ის ბედნიერია თავისი პირველი გოლით მადრიდის "რეალში". მან ითამაშა რთული მატჩი, ძალიან კარგად, რაც გვიჩვენებს მის კარგ დამოკიდებულებას. მატჩ ყველასთვის რთული იყო." რაც შეეხება მის და ილიარამენდის დებიუტს, კარლომ თქვა: "მათ კარგად ითამაშეს. მათი კომბინაციები იყო კარგი. მე არ მითამაშებია ისინი 90 წუთი, რადგან პირველ მატჩში ეს არ არის კარგი იდეა, ასე რომ მე მათ 1 საათი მივეცი."

"რეალის" მოთამაშები ხშირად იცვლიდნენ პოზიციებს, განსაკუთრებით კი კრიშტიანუ რონალდუ. ანჩელოტიმ ეს სიტუაცია ახსნა: "ეს იყო პირველ ტაიმში, ისინი ხშირად იცვლიდნენ პოზიციებს, რადგან მათი მოძრაობები სხვადასხვა მიმართულებით, მიმართული იყო გოლის გასატანად. მაგრამ ეს ცვლილებები შეიძლება მოხდეს ზოგჯერ, ეს ჩვეულებრივია." მატჩის ერთ-ერთი ვარკსვლავი იყო დიეგო ლოპესი, რომელმაც რამდენჯერმე თამაში გადაარჩინა: "მან კარგად ითამაშა, იგი ძალიან აქტიური და ყოველთვის მზად იყო. არ ვიცი, თუ გადაგვარჩინა მარცხისგან. მე ვფიქრობ, რომ 1-2-ს შემდეგ, ცოტა მეტი ყურადღება უნდა დაგვეთმო."

"ვილიარეალმა" გაიტანა პირველი გოლი და წინ გავიდნენ, მაგრამ მატჩი ფრედ დასრულდა. ანჩელოტიმ შეაქო მასპინძელთა დამოკიდებულება: "მათ კარგად ითამაშეს, სხვადასხვა რიტმში, უპირველეს ყოვლისა პირველ ნახევარში. ისინი გვიტევდნენ ჩვენს ნახევარში და ეს რთული იყო." და ბოლოს, კითხვაზე თუ ვინ იქნება მეკარე სამშაბათს, მან თქვა: "გადაწყვეტილება მიღებული იქნა. იკერმა და დიეგომ იციან და ეს არ არის პრობლემა." dle 10.1

  • Ricky.
  • 15 სექტემბერი 2013
  • 3222
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)