კასილასის ინტერვიუ

იკერ კასილასი დღეს ნაკრებში ჩაატარებს თავის მეასე მატჩს. მან გამომცემლობა As-ს ინტერვიუ მისცა.


გილოცავთ იკერ მეასე მატჩს ნაკრების მაისურით...

მოდით ჯერ ვნახოთ ვითამაშებ თუ არა. ვერ ვისაუბრებ ამაზე, სანამ არ დასრულდება არგენტინელებთან შეხვედრა, მაგრამ ყველაზე მეტად ამ მატჩში გამარჯვება მსურს.

ერთხელ თქვენ თქვით: "მე არ ვარ "გალაქტიკო", მე ვარ მოსტოლესიდან"...

ვცდილობ არ გავფრინდე ღრუბლებში. ყველაფერს რეალურად უნდა უყურებდე და მყარად უნდა იდგე მიწაზე.

კასილასის ინტერვიუ


რიკარდო ზამორა, რამალიეტსი, არკონადა... მე–20 საუკუნის საუკეთესო მეკარეები. 21–ე საუკუნე ეკუთვნის იკერ კასილასს.

ღმერთის ნებით ასე იქნება. რიკარდო ზამორა ლეგენდაა და ძალიან ვამაყობ, რომ მის სტილში ვიქნები შემოსილი...

როგორც კაპიტანს, რომელმა მომენტმა აგაღელვათ?

ეს დიდი სიამაყე და პასუხისმგებლობაა დაიცვა ნაკრების კარი, ხოლო კაპიტნის სამკლაურით მითუმეტეს. საბედნიეროდ "ფურია როხა" კარგ დროებას განიცდის. ყველაფერს გავაკეთებ, რათა გულშემატკივარი ქუჩაში გამოვიდეს და მოგებული ტიტული იზეიმოს. ეს მაღელვებს ყოველდღე.

კასილასის ინტერვიუ


ვინ გახსენდებათ ნაკრებში მეასე მატჩის ჩატარების წინ?

ვიხსენებ ბევრს, მაგრამ კამაჩო იყო მწვრთნელი, რომელმაც მე მიმიყვანა ნაკრებში, როცა მე შემისრულდა 19 წელი. მე მისი მადლიერი ვარ და ბოლომდე მემახსოვრება.

პირად გეგმებში საუბრობდით თქვენს ოჯახზე. თქვენი მშობლები ახლა ამაყობენ თქვენით.

ისინი მე გვერდში მედგნენ ბავშვობიდან და ახლა მე მათი სიამაყე ვარ.

მსოფლიო ჩემპიონატზე თქვენ იასპარეზებთ მწვანე მაისურით. ეს არკონადას ფერია. ეს გამხნევებთ?

არკონადა არამარტო ჩემი, არამედ მთელი ესპანეთის მეკარეების კუმირია. ანდრეს პალოპი ევროპის ჩემპიონატზე მასზე ძალიან ბევრს საუბრობდა. არასწორად მიმაჩნია ის, რომ არკონადა ახსოვთ 1984 წლის ევროპის თასის ფინალში გაშვებული გოლის გამო. არკონადას დიდი დამსახურებაა, რომ ესპანეთი გავიდა ფინალში. არასწორია ასევე, როცა ვადანაშაულებთ კარდენიოსას ან ხოაკინს გაფუჭებული პენალტის გამო. ყევლას თბილად მოვიხსენიებ, ვისაც კი ნაკრებში უთამაშია.

კასილასის ინტერვიუ


როცა თქვენს გზას უყურებთ ნაკრებში, რა გახსენდებათ?

განსაკუთრებით მახსენდება ჩემი დებიუტი ნაკრებში. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ვიცოდი ეს იქნებოდა დღის სიახლე. ყველაზე სასიხარულო დღე იყო ევროპის ჩემპიონატის მოგება და მეოთხედფინალური მატჩი იტალიის ნაკრებთან. ჩვენ ვიწამეთ და მოვიგეთ კიდეც. ყველაზე ცუდი მომენტები იყო ევროპის ჩემპიონატები ბელგიასა და ჰოლანდიაში, ასევე პორტუგალიაში. მსოფლიო ჩემპიონატები გერმანიაში, ასევე კორეა–იაპონიაში. იქ ვერ გავამართლეთ ხალხის მოლოდინი.

ვილიამ განაცხადა, რომ თქვენ საუკეთესო მეკარე ხართ მსოფლიოში. როცა ამას მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდი ამბობს, ეს რაღაცას ნიშნავს...

მე ვილიას დიდად მადლიერი ვარ დახმარებისთვის, ასევე ყველა პარტნიორს დიდ მადლობას ვუხდი გვერდში დგომისთვის. ვილიამ ასევე თქვა, რომ ესპანეთში თამაშობს სამი მეკარე ხუთი საუკეთესოდან. ასევე ნაკრებში გვყავს რამდენიმე მსოფლიო კლასის ფორვარდი. ტორესისა და ვილიას გოლები ამას ადასტურებს. მათ შემდეგ კი მოდიან: ნეგრედო, ლიორენტე და გუისა.

კასილასის ინტერვიუ


რას გრძნობდით, როცა იტალიის ნაკრები გამოთიშეთ ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე?

იმ მომენტში შევიგრძენი, რომ ტიტული ძალიან ახლოს იყო, რომელიც 44 წელი გვსურდა. ეს იყო უბრალოდ ზღაპარი. ახლა გუნდს თავდაჯერებულობა და იმედი აქვს.

წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეთ...

კასილასის ინტერვიუ


მსოფლიო ჩემპიონატზე მშვიდად და თავდაჯერებულად წავალთ. ვიცით, რომ ადვილად არაფერი ხდება. ჩვენ ევროპის ჩემპიონატი დიდი ძალისხმევის შედეგად მოვიგეთ.

თქვენ 28 წლის ნაკრების კაპიტანი ხართ და მეასე მატჩს ატარებთ ნაკრების რიგებში. ყველასთვის სამაგალითო პიროვნება ხართ. როგორ ხვდებით ახალწვეულებს?

მე მათ თბილად და მოწიწებით მივიღებ. მათ ვთხოვ ყველაფერი გააკეთონ მოედანზე და შეიგრძნონ რას ნიშნავს ნაკრებში თამაში.


ინფორმაციის წყარო: As.com


dle 10.1

  • faqo
  • 14 ნოემბერი 2009
  • 3788
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)