ნაჩო დებიუტისთვის ემზადება

გასულ კვირას, ყველასათვის მოულოდნელად, ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ნაჩო ფერნანდესს უხმო.


ახალგაზრდა მადრიდისტა, რომელიც მიმდინარე სეზონში სამეფო კლუბის პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა, ჩილესთან ამხანაგურ დაპირისპირებაში, პირველივე წუთებიდან გამოვა მოედანზე.

ბუნებრივია, „ულვაშას“ გადაწყვეტილებით ბედნიერია თავად ფეხბურთელი, რომელიც „მარკასთან“ ინტერვიუს დროს სახიდან ღიმილი არ მოშორებია: „ოჯახთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი, როდესაც ტელეფონზე ზარი შემოვიდა.ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო ამბავი იყო, რომელიც გამიგია.“

„პირველად ესპანეთის 15 წლამდელთა ნაკრებში გამომიძახეს, სადაც ისეთი მოთამაშეების გვერდით მიწევდა თამაში, როგორებიც არიან: კამაჩო, დე ხეა, ილიარამენდი, ბოიანი და ა.შ.იქედან მოყოლებული, თითქმის ახალგაზრდული მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები არ გამომიტოვებია.ამ მხრივ ნამდვილად მიმართლებს.“

„მინდა გითხრათ, რომ სწორედ დელ ბოსკემ მიმიღო „რეალის“ კანტერაში.10 წლის ასაკში, ვისენტემ მამაჩემს უთხრა, რომ „ბლანკოსის“ აკადემიაში უნდა გამეგრძელებინა კარიერა.ამიტომაც, ყოველთვის მადლობელი ვარ მისი.ახლაც, მისი სურვილით მოვხდი ქვეყნის პირველ გუნდში.ძალიან გახარებული ვარ.“

„დელ ბოსკემ ჯერ კიდევ მადრიდში დაამტკიცა, რომ მაღალი დონის სპეციალისტია.ეროვნულ გუნდში ყველა კატეგორიის ფეხბურთელს იძახებს.მან ჩინებულად იცის თავისი საქმე.“

„ვფიქრობ, გასულ სეზონში ნაყოფიერად ვითამაშე „რეალის“ რიგებში.ნელ-ნელა გამოცდილებასაც ვაგროვებ.“

„ყველამ იცის, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე, გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ თავს, რამეთუ მთელი ცხოვრება შუაში ვთამაშობდი.ამბობენ, ამ ამპლუისათვის შესაბამისი აღნაგობა არ მაქვს, თუმცა გეტყვით, რომ მეორე სართულზე შესანიშნავად ვთამაშობ.ამასთანავე, შემიძლია დაცვით ფლანგებზე აპარეზობაც.ერთი სიტყვით, იქ დავდგები, სადაც მწვრთნელი მიმითითებს.“

„იყო ბევრი შემოთავაზებები, მაგრამ „რეალიდან“ წასვლას ყველაფერი მირჩევნია.კანტერანოსები დღითი-დღე ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანოთ საყვარელ გუნდს.მე დავრჩი და ბოლომდე ვეცდები ვასახელო სამეფო კლუბი.“

ინტერვიუს ბოლოს, ნაჩოს თავის ძმაზე, ალექსზე დაუსვეს კითხვა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, „კასტილიიდან“ „ესპანიოლში“ გადავიდა: „ეს დიდად არ მესიამოვნა, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას.ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ გვექნება ერთად თამაშის საშუალება.“

marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)