თარიღი: 2003 წლის 2 ივლისი

თარიღი: 2003 წლის 2 ივლისი


ზუსტად 6 წლის წინ, 2003 წლის 2 ივლისს, მადრიდის “რეალში” ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის პრეზენტაცია შედგა.


თარიღი: 2003 წლის 2 ივლისი


ზუსტად 6 წლის წინ, 2003 წლის 2 ივლისს, მადრიდის “რეალში” ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის პრეზენტაცია შედგა.

ინგლისის ნაკრების მაშინდელი კაპიტანი, ფლორენტინო პერესის პრეზიდენტობის პერიოდში რიგით მეოთხე დიდი შენაძენი გახდა: ლუიშ ფიგუს (2000), ზინედინ ზიდანისა (2001) და რონალდოს (2002) შემდეგ. ბექჰემის პრეზენტაციას 449 ჟურნალისტი დაესწრო. ცერემონია Raimundo Saporta-ს პავილიონში შედგა, პერესისა და ალფრედო დი სტეფანოს თანხლებით. ბექჰემმა ახალი კლუბში 23-ნომრიანი მაისური მიიღო.

პრეზენტაციის ზუსტი თარიღი 2003 წლის 2 ივლისია, ესპანეთის დროით, დილის 12 საათი. ინგლისელის წარდგენას, მოლოდინისამებრ, უამრავი ინჩასი დაესწრო. იმ დღეებში ეს საკითხი მსოფლიოს სპორტული საინფორმაციო სააგენტოების განხილვის მთავარი საგანი გახლდათ.

“რეალის” მაისური დევიდ ბექჰემმა 158 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო. აქ იგულისხმება ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი და ამავე ქვეყნის სუპერთასი. მის ანგარიშზე 20 გოლია. რაც შეეხება ფეხბურთელის სტატისტიკას პრიმერა დივიზიონში: 115 მატჩი (66 მოგება, 21 ფრე, 28 წაგება) და 13 გოლი.

საერთო ჯამში, ბექჰემმა ინჩასებს წარუშელი მოგონებები დაუტოვა. იმ 4 წლის განმავლობაში, რომელიც მან “სამეფო კლუბში” გაატარა, დევიდმა არაერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი პროფესიონალიზმი, საქმისადმი ძალისხმევა და თავდადება. ინგლისელმა “სამეფო კლუბში” ესპანეთის სუპერთასი (2003) და პრიმერა დივიზიონი (2007) მოიგო.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 2 ივლისი 2009
  • 2816
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)