ხესე : „მადრიდში ყოფნა დიდი მოტივაციაა“

ხესე როდრიგესის განცხადებით მისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა სამეფო კლუბში თამაში...


„კარლო ანჩელოტიმ ისტორიული შანსი მომცა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო, კასტილიაში ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ უამრავი გოლი გამეტანა და მთავარი გუნდიდან შემოთავაზება მქონოდა, ნამდვილად რთულია ახალგაზრდულში თამაში როდესაც ხედავ, რომ შენი ტოლი მოთამაშეები სხვადასხვა წამყვან კლუბებს ლიდერობენ, მაგრამ შანსს ყოველთვის უნდა დაელოდო, მე დიდ ხანს ველოდე ანჩელოტის გამადრიდელებას, რომელმაც მომცა შანსი, რომელსაც გამოვიყენებ და როგორც მწვრთნელს ასევე გულშემატკივრებს ვაჩვენებ, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ვარ.“

„მთავარ გუნდში ყოფნა რა თქმა უნდა დიდი სიხარული და მოზღვავებული მოტივაცია გახლავთ, ამ ეტაპზე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი მდგომარეობით. ვიცი, რომ მაქსიმუმ 20 მატჩში მივიღებ მონაწილეობას, აქედან შესაძლოა თითზე ჩამოსათვლელი შეხვედრების გამართვა მომიხდეს სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ ვიცი და მჯერა, რომ სათამაშო წუთებს მხოლოდ სასიკეთოდ გამოვიყენებ.“

„ახალგაზრდული გუნდიდან რამდენიმე მოთამაშე გადავედით მთავარ გუნდში, ეს ჩვენი დიდი პლიუსი გახლავთ, რადგან ერთმანეთს კარგად ვუგებთ და ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით, ამიტომ ადაპტაცია საერთოდ არ გაგვჭირვებია, უკვე გამოცდილ ფეხბურთელებთან ბრწყინვალე კომუნიკაცია გვაქვს.“

„ბევრ რამეს ვსწავლობთ გამოცდილი შეგირდებისგან, მათ არაერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აქვთ ჩატარებული, რამაც თავისთავად დატოვა დიდი გამოცდილება, კარლო ანჩელოტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ახალგაზრდული სულისკვეთება და გამოცდილება ერთმანეთს კარგად დაუკავშიროს და მოახდინოს შესანიშნავი შერწყმა, რომელიც საბოლოო ჯამში დიდი წარმატებით მომტანი იქნება.“

„გარეთ ბეილი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მისი ტოტენჰემში ასპარეზობა ყველას ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ უელსელი არ არის ფორვარდი, იგი ახერხებს ბევრი ბურთის გატანას. გარეთი პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ვფიქრობ, ინგლისის ჩემპიონატში უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ასპარეზობს და მათთან კონკურენცია უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული.“

„ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა, რომელსაც თურქეთში გავმართავთ, მთავარი მწვრთნელი სრულად არის კონცენტრირებული ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ თურქებთან შეხვედრაზე მას ჯერ არ უსაუბრია, რადგან თვლის, რომ წინ ვილიარეალია და მთავარი სწორედ მათი დამარცხება იქნება. მოგეხსენებათ „წყალქვეშა ნავის“ მოთამაშეები მართლაც ბოლომდე იბრძვიან და ლა ლიგაში ჯერ-ჯერობით 100%-იანი შედეგი აქვთ, მათთვის სასიამოვნო სერია მომდევნო უქმეებზე აუცილებლად უნდა შეწყდეს.“

„ლიგაზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია, ეს არაერთხელ გამიგია სხვადასხვა მოთამაშეებისგან, როგორც ჟურნალ-გაზეთებში, ასევე პირად საუბრებშიც, ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებული ტურნირი იყო, სადაც პროგნოზის გაკეთება ფაქტიურად შეუძლებელი გახლავთ, რადგან ყველა გუნდი გაასმაგებული მოტივაციით ცდილობს საწადელის მიღწევას.“

„ვთვლი, რომ კრიშტიანო რონალდო მსოფლიოში საუკეთესოა, უბრალოდ აღმაფრთოვანებელია მასთან ერთად ვარჯიში, პორტუგალიელი საერთოდ არ იღლება, მისთვის მთავარი ყოველთვის უმაღლეს დონეზე თამაში გახლავთ და ამისათვის ყველაფერს აკეთებს. არ მახსენდება შემთხვევა როდესაც რონალდო წუწუნებს რაიმე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კონდიციას ეხება, იგი მუდმივად მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იდგეს და სამეფო კლუბის ლიდერის სტატუსი შეინარჩუნოს, მისგან ყველა ახალგაზრდამ უნდა აიღოს მაგალითი.“

„ჩემი მთავარი მიზანი სათამაშო წუთების გამოყენება და გუნდში ადგილის დამკვიდრებაა, იმედს გამოვთქვამ შევძლებ გოლების გატანას და გუნდში საკუთარი სიტყვის თქმას.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 სექტემბერი 2013
  • 1397
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)