კასილასი:"ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ წარმატების მისაღწევად"

იკერ კასილასმა გაიხსენა ევრო 2008, როდესაც ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ტრიუმფს მიაღწია, კასოს კი უნდა, რომ მისმა გუნდმა ისევ ისე იასპარეზოს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე და წარმატებას მიაღწიოს.


ესპანეთის ნაკრების კაპიტანი და მადრიდის "რეალის" გოლკიპერი იკერ კასილასი იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მისი გუნდი წარმატებით გადალახავს არგენტინის ნაკრების საკმაოდ ძლიერ ბარიერს. კასოს ფიქრები უკვე მსოფლიო ჩემპიონატისკენ არის მიპყრობილი, რომელიც 2010_წლის ზაფხულში გაიმართება.

"ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ესპანეთის ნაკრებში მეთამაშა და მითუმეტეს კაპიტანი ვყოფილიყავი, სწორედ ამას ვნახულობდი ჩემს ყველაზე თამამ სიზმრებში. ეს მიზანი ამიხდა, ჩემი მეორე ოცნება კი მსოფლიო ჩემპიონობაა, თუ ამ ჯილდოსაც დავეუფლები ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნება ამ ქვეყანაზე. არგენტინასთან მატჩი ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, მე მე_100–დ გამოვალ ესპანეთის ნაკრების მაისურით მუნდიალზე და ამით ყველა გახარებულია, ეს კი დიდი დღესასწაულია პირადად კასილასისთვის."

"ჩვენი ნაკრები ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და სწორედ ამიტომ, ასევე დიდი მონდომების ხარჯზე უნდა შევძლოთ და მოვუგოთ არგენტინას დღევანდელი მატჩი. მე დიდი იმედი მაქვს საკუთარი თავის და რა თქმა უნდა თანაგუნდელების, მე გუნდის კაპიტანი ვარ და პირველ რიგში ჩემი კარგი თამაშით უნდა დავუდგე ესპანელ ფეხბურთელებს გვერდში, სწორედ ესაა კაპიტნის უპირველესი ვალი. ეს მართალია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ბევრი მუშაობა და ურთიერთგაგებაა. მინდა გავიხსენო ევრო 2008, როდესაც ტრიუმფს მივაღწიეთ და იმედი მაქვს წელსაც იგივეს ვიზამთ. "


ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 14 ნოემბერი 2009
  • 1795
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)