არგენტინა V.S ესპანეთი [preview]

დღეს გაიმართება შეხვედრა ესპანეთისა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებებს შორის. მატჩის დაწყების წინ იქნება პატარა ღონისძიება, იკერ კასილასის საიუბილეო მე–100 შეხვედრასთან დაკავშირებით.


შვიდი მადრიდისტა იქნება დღეს მოედანზე, ორივე გუნდიდან... კასილასი, არბელოა, სერხიო რამოსი, რაულ ალბიოლი და ხაბი ალონსო ესპანეთის ნაკრებში, ხოლო მარადონას შეგირდებიდან იგუაინი და ფერნანდო გაგო.

იკერ კასილასი მხოლოდ 28 წლისაა და უკვე 99 შეხვედრა აქვს გამართული ეროვნულ ნაკრებში. მასზე მეტი მატჩი, მხოლოდ რაულს აქვს 102 და სუბისარეტას 126... მადრიდისტას კი შეუძლია თანამემამულეების რეკორდი გააუმჯობესოს, თანაც კაპიტნის რანგში.

ესპანელ ხარებს 18 მატჩიდან 17 მოგებული აქვთ ბოლო შეხვედრებში, რაც არაჩვეულებრივი შედეგია, მათ უკვე განაღდებული აქვთ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. დიდი იმედი გვაქვს, რომ დღევანდელ შეხვედრასაც წარმატებით დაასრულებენ "ტოროები".

არგენტინა და ესპანეთი ერთმანეთს 11_ჯერ შეხვდა და ჩვენებმა 4 მატჩი დაასრულეს ტრიუმფით, აი არგენტინელებმა კი 5 მოიგეს, 1 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ეს გუნდები პირველად 1952 წელს შეხვდნენ სანტიაგო ბერნაბეუზე და იმ მატჩში ესპანელებმა გაიმარჯვეს. ბოლო მატჩი კი 2006 წელს გაიმართა, სადაც არგენტინამ იმარჯვა. ეს ორი გუნდი ერთმანეთს ოფიციალურად მხოლოდ 1966 წელს შეხვდა ინგლისში, დანარჩენი შეხვედრები კი ამხანაგური გახლდათ.


ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 14 ნოემბერი 2009
  • 1670
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)