კასილასმა ისაუბრა საიბულიეო მატჩზე

იკერ კასილასმა ისაუბრა რადიო "marca"_სთან, თავის მე–100 თამაშზე ეროვნულ ნაკრებში...


"საუკეთესო და ყველაზე დასამახსოვრებელი დღეები 2008 წელში გავატარე ეროვნულ ნაკრებში, როდესაც გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონი გავხდი, მაგრამ პირადად ჩემთვის ყველაზე ლამაზი თამაში თერთმეტმეტრიანების სერია იტალიასთან გახლდათ, სადაც მართლაც კარგად გამომივიდა ყველაფერი. ყველამ კარგად ვიცოდით, რომ იტალიასთან მარცხი არანაირად არ შეიძლებოდა და საბედნიეროდ ყველაფერი საუკეთესოდ დასრულდა."

"სწორედ აქედან დაიწყო ეროვნული ნაკრების შენება, ასევე დიდი იმედით შევცქერით მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაიმართება... ყველას გვჯერა საკუთარი ძალების და დარწმუნებულნი ვართ, რომ აქაც მივაღწევთ ტრიუმფს. თუ ისეთივე მონდომებით ვიასპარეზებთ, როგორც ევრო 2008_ზე, ყველაფერი დიდებულად დასრულდება, რა თქმა უნდა დიდი ადგილი უკავია ფიზიკურ მომზადებას და იღბალსაც."

"სამეფო კლუბში არ გახლავთ საუკეთესო დრო, მაგრამ აუცილებლად გამოსწორდება ყველაფერი. 22 მაისს გაიმართება ფინალი სანტიაგო ბერნაბეუზე, სადაც აუცილებლად ითამაშებს მადრიდის "რეალი". ლა ლიგაში მომავალი შეხვედრა უნდა გავმართოთ სანტანდერის "რასინგის" წინააღმდეგ, სადაც გამარჯვება ჩვენ უნდა დაგვრჩეს."

"მე მადრიდისტა ვარ და ჩემი მე–100 მატჩი ესპანეთის მაისურით, ეძღვნება "ბლანკოსს", ჩემი გული სწორედ აქაა... ასევე მჯერა ყოფილი და აწ საკუთარი მთავარი მწვრთნელის ვინსენტე დელ ბოსკესი, რომელიც ყველაზე დიდებული ადამიანია ვისთანაც კი ოდესმე შეხება მქონია, მას საკუთარ პროფესიაში ბადალი არ ჰყავს."


ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 13 ნოემბერი 2009
  • 1643
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)