„რეალი“ - „ატლეტიკი“ [პრევიუ]

დღეს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ერთმანეთის წინაშე წარდგებიან გუნდები, რომლებიც ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში არასოდეს დაქვეითებულან რანგით მეორე ლიგაში.


ანჩელოტის შეგირდებისთვის მიზანი ერთია - 3 ქულა.ანალოგიურის თქმა შეიძლება სტუმრებზეც.ისინი პრიმერა დივიზიონის საწყის 2 ტურში უდანაკარგოდ ასპარეზობენ, რაც მომავალ მატჩს უფრო მეტ ინტრიგას სძენს.

მოგეხსენებათ, თამაში 14 საათზე დაიწყება (თბილისის დროით).მადრიდისტებს აღნიშნულ დროს, სულ სამჯერ აქვთ ბურთი გაგორებული და შეიძლება ითქვას, საკმაოდ ნაყოფიერადაც.შუადღის მატჩის ფარგლებში, პირველად „ოსასუნას“ დაუპირისპირდნენ (7-1), ხოლო შემდეგ „სევილიასა“ (3-0) და „ხეტაფეს“ (4-0).

როგორც ანჩელოტიმ მატჩის წინ დაანონსა, კარში დიეგო ლოპესი იქნება.ჯერჯერობით უცნობია დანარჩენი სასტარტო ფეხბურთელების ვინაობა, თუმცა ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც 2 ტურის განმავლობაში ვერ ახერხებს თავის გამოჩენას, „მშიერი“ გავა მწვანე მინდორზე.მას მხარს აუბამს კარიმ ბენზემა, რომელსაც პორტუგალიელის საპირისპირო მაჩვენებელი აქვს (2 მატჩი 2 გოლი).

აღსანიშნავია, რომ „რეალი“ ბოლო 8 საშინაო მატჩში, „ატლეტიკს“ უშანსოდ ტოვებს.

სამეფო კლუბი მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობს ურთიერთშეხვედრებშიც.ჯამში მადრიდულ-ბასკური პექრობა 164-ჯერ შედგა, საიდანაც 83 „რეალმა“ მოიგო, 50 ბილბაოელებმა, ხოლო 31 შემთხვევაში გაამრჯვებული არ გამოვლინდა.ბურთების შეფარდება 328-230ზე მადრიდისტების სასარგებლოდ.

რაც შეეხება ბასკთა ბანაკს, ლორენტე და ამორებიეტა ვერ შეძლებენ თამაშს, თუმცა მწყობრში არიან ახალწვეული ბენიატი და მიკელ რიკო.

realmadrid.com

პ.ს. მატჩი თბილისის დროით 14 საათზე აიღებს სტარტს.პირდაპირი ტრანსლიაცია „სეტანტა სპორტზე.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)