ანჩელოტი: „ატლეტიკთან ადვილი გასეირნება არ იქნება“

სამეფო კლუბის დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, „ატლეტიკთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.


„გრანადას“ წინააღმდეგ შეტევით ასპექტში მოვიკოჭლებდით, თუმცა დიდებულად ვითამაშეთ დაცვაში.სასიხარულოა, როდესაც გუნდში ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც წინ წასვლაზე ფიქრი შეუძლიათ.“

„ხედირასა და მოდრიჩს გარკვეული პრობლემები ჰქონდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ გუშინდელმა ვარჯიშმა ცხადყო, რომ ისინი სრულ მზადყოფნაში არიან.“

„ბასკებთან დაპირისპირებაში დიეგო ლოპესი დაიცავს კარს.ამ მომენტისათვის, ის კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება და მაღალი დონის თამაშს აჩვენებს.რაც შეეხება კასილიასს, იკერი ნამდვილი პროფესიონალია.ჩემში დიდ პატივისცემას იმსახურებს.არ ვფიქრობ, რომ კასილიასი წასვლას აპირებს.ჩვენ გვჭირდები ისეთი ხარისხის გოლკიპერები, როგორებიც იკერი და დიეგო არიან.სეზონის განმავლობაში თამაშის შანსი მიეცემა.მხოლოდ ჩემი გდასაწყვეტია, თუ როდის მოხდება ეს.“

„კლუბი გაგებით ეკიდება კაკას გადაწყვეტილებას.ჩვენ დავეხმარებით მას ახალი კლუბის მოძიებაში.“

„არა მგონია იოზილი წასვლაზე ფიქრობდეს.ბუნებრივია, არცერთ მოთამაშეს უხარია, როდესაც ცვლიან თამაშის მსვლელობისას.თამამად გეტყვით, რომ ეს არც პირველი შემთხვევა იყო და არც უკანასკნელი.“

„მართალია, რომ ბოლო მატჩების განმავლობაში რონალდუს პოზიცია შევუცვალე, თუმცა „გრანადას“ წინააღმდეგ, ის ჩვეულ ამპლუას დაუბრუნდა.ვგონებ, უგოლო სერია პოზიციის შეცვლით არაა გამოწვეული.შარშანაც ვერ იჩენდა თავს საწყის ტურებში.მთავარია, გუნდის კარგი თამაში.“

„ბეილი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ამჟამად „ტოტენჰემის“ რიგებში ირიცხება.“

„ატლეტიკმა სეზონი კარგად დაიწყო და ამიტომაც მათთან ადვილი გასეირნება არ გველოდება.“

realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)