„რეალის“ მომავალი მეტოქეები

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, სამეფო კლუბი „იუვესთან,“ „გალათასარაისთან“ და „კოპენჰაგენთან“ გაარკვევს ძლიერის ვინაობას.


აღნიშნულ პოსტში მცირე ინფორმაციას მოგაწვდით „რეალის“ მომავალ მეტოქეებზე.

იუვენტუსი
ანტონიო კონტემ თავის შეგირდებთან ერთად, სკუდეტოს ბოლო 2 ტიტული არავის დაუთმო.„იუვე“ შემთხვევით არ გახლავთ სერია ა-ს საუკეთესო კლუბთა სათავეში.ისინი ტაქტიკურად სწორი თამაშითა და ძლიერი დაცვით გამოირჩევიან.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, გუნდში თავდასხმელები მოვიდნენ (ლორენტე და ტევესი), თუმცა მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ვუჩინიჩი გახლავთ სასტარტო შემადგენლობის კაცი.5-2-2 წყობის პირობებში, ვიდალი და მარკიზიო ვინგერებად გვევლინებიან, ხოლო პირლო და პოგბა საყრდენ ნახევამრცველებად, რომელთა მოვალეობებში, იერიშიების წამოწყებაც შედის.რაც შეეხება დაცვით ხაზს, ბარძალის, ბონუჩის, კიელინის, ასამოასა და ლიხშტაინერის გადამკიდე, მეტოქის გუნდის ფეხბურთელები, არცთუ ისე ხშირად ახერხებენ „ბებერი ქალბატონის“ კარის აღებას, რომელსაც საიმედოდ იცავს ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი.

„იუვე“ სავარაუდოდ შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ასამოა; პირლო, ვიდალი, მარკიზიო (პოგბა); ტევესი (ლორენტე), ვუჩინიჩ (ჯოვინკო).

გალათასარაი
სამეფო კლუბისა და „გალას“ გზები კვლავ გადაიკვეთა.შარშარნდელმა სტამბულის მატჩმა ცხადყო, რომ „რეალს“ ადვილი გასეირნება არ ელოდება 17 სექტემბერს.

აღსანიშნავია, რომ ფატიჰ თერიმის გუნდს სატრანსფერო ფანჯარაზე დიდად აქტიურობით თავი არ მოუკლავს.ისინი მხოლოდ ცენტრალური მცველის შეძენით დაკმაყოფილდნენ.გუნდი „ლილის“ ფეხბურთელმა, ორელიონ შედჟუმ გააძლიერა.

„რეალთან“ პაექრობაში, თურქების მთავარი კოზირი, კვლავ დროგბა და სნეიდერი იქნება.

სავარაუდოდ, „გალათასარაი“ შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: მუსლერა; ებოე, ზანი, შედჟუ, ბალტა; მელო; ალტინტოპი, სნეიდერი, ინანი; ილმაზი, დროგბა.

კოპენჰაგენი
დანიური გრანდი ისტორიაში ერთ-ერთ ცუდ პერიოდს განიცდის, რამეთუ ადგილობრივ ჩემპიონატში ჩატარებული 6 თამაშიდან, 3 ფრე და 3 მარცხი აქვს აქტივში.ვარაუდობენ, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ნოლი ქულით დაასრულებენ, თუმცა კოპენჰაგენში თამაში, ქომაგების მიერ შექმნილი ატმოსფეროს გამო, იოლი არცერთი გუნდისთვის იქნება.

კლუბის წარუმატებელ სტარტს, ცენტრალური მცველის, ოკოროს „ასტონ ვილაში“ გადაბარგებას აწერენ.

სავარაუდოდო, „კოპენჰაგენი“ შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: ვილანდი; იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი; კლაუდემირი, კრისტიანსენი; ბოლანიოსი, იორგენსენი, გისლასონი; ადი.

merengues.ru dle 10.1

  • Undecima
  • 31 აგვისტო 2013
  • 2669
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 9
2 ხერარდ მორენო 8
3 მესი 8
4 ლორენი 7

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 4 4 0 0 12
2 რეალი 4 2 1 1 7
3 ბრიუგე 4 0 2 2 2
4 გალათასარაი 4 0 1 3 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2019 (245)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)