შემდეგი გაჩერება "სამხრეთ აფრიკა"

ეს კვირა, სანაკრებო შეხვედრებს ეძღვნება, რომელშიც ბევრი მადრიდისტა მიიღებს მონაწილეობას... ეს ნაწილობრივ სასიხარულოცაა, მაგრამ ტრავმიანობა მოხშირებულია სამეფო კლუბში და სწორედ ამიტომაა დიდი რისკი მათ თამაში.


საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ორი მადრიდელი ფეხბურთელი იასპარეზებს, ბენზემა და ლასანა დიარა. ეს მოთამაშეები სამეფო კლუბის ლიდერებად ჩამოყალიბდნენ ბოლო შეხვედრებში და იმედია მშვიდობიანად დასრულდება ეს სანაკრებო კვირა. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მხოლოდ კრიშტიანო რონალდო დაშავდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებში, მაგრამ მაინც დიდი რისკის ქვეშაა სხვა "რეალის" ფეხბურთელების ტრავმიანობა.

რაც შეეხება პოტუგალიელ ვარსკვლავ რონალდოს, მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ კეირუშმა მაინც გამოიძახა რონი ნაკრებში. ასევე კიდევ ერთი "თეთრი", პეპე გამოვა ალბიონზე, ბოლო ცნობებით, მას არავითარი პრობლემები არ აქვს და დაუბრკოლებლად ითამაშებს, განსხვავებით თანაგუნდელი და თანამემამულე რონალდოსი.

ყველაზე მეტი ფეხბურთელი კი, როგორც მოსალოდნელი იყო ესპანეთის ნაკრებში იქნა გამოძახებული. 5 მადრიდისტა გამოვა ალბიონზე, რაულ ალბიოლი, სერხიო რამოსი, ხაბი ალონსო, ალვარო არბელოა და ეროვნული ნაკრების კაპიტანი და უდავო ლიდერი იკერ კასილასი. დიდი ჯახირის შემდეგ, მარადონამ მაინც გამოიძახა გუნდში გონსალო იგუაინი და აუსრულა ოცნება ამ ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელს. ასევე ითამაშებს ფერნანდო გაგო.

კაკა უკვე გაემგზავრა ბრაზილიაში, ვან დერ ვაარტი კი ჰოლანდიაში. ამ უკანასკნელის ბედი ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო, საბოლოოდ კი მაინც გამოიძახა მწვრთნელმა რაფა ნაკრებში.


ავტორი: Kevlisha
dle 10.1

  • kevlisha
  • 13 ნოემბერი 2009
  • 1429
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)