გაფრთხილება მანუელ პელეგრინის

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას აღარ სურს იხილოს შემადგენლობის მუდმივი როტაცია.


ეს განსაკუთრებით ეხება "სამეფო კლუბის" შემდეგ მატჩებს – "რასინგთან", "ციურიხთან" და "ბარსელონასთან" "კამპ ნოუზე". "ალკორკონთან" სამარცხვინო შედეგის გამო პელეგრინიმ მისი მისამართით უდიდესი კრიტიკა მიიღო. განსაკუთრებით განიხილებოდა ლასის მოედნიდან გაყვანა და მარსელოს შემოყვანა.

კლუბის ხელმძღვანელობას ვერ გაუგია, რატომ არ შეიყვანა განაცხადში ქარიმ ბენზემა და ხაბი ალონსო. ასევე არ იყო სერხიო რამოსი, რომელიც ბანალური შეცდომის გამო არ შეიყვანეს განაცხადში. სამსაჯო კომიტეტმა ისევ ვერ მიიღო გადაწყვეტილება. რამოსისთვის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაცია არ მიუციათ. პელეგრინიმ ჩათვალა, რომ სერხიოზე ნდობა არ შეიძლებოდა. ასევე მწვრთნელს არ დაავიწყდა გუტისთან სკანდალი.

სათასო მატჩის შემდეგ "ხუნტას" წევრები ისეთი აღშფოთებულები იყვნენ, რომ ფლორენტინო პერესთან ისურვეს საუბარი. პერესს სურს არ ისაუბროს, მაგრამ პრესა აცხადებს, რომ პელეგრინი მალე უმუშევარი იქნება, თუ მომდევნო სამ შეხვედრაში დადებით შედეგს ვერ მიაღწევს. ყველას კი აღელვებს "ელ კლასიკო" "კამპ ნოუზე".

როგორც ცნობილი გახდა, "რეალის" სპორტული დირექტორი აპირებს სერიოზულად დაელაპარაკოს პელეგრინის. ხელმძღვანელობას სურს იხილოს გუნდის წარმატება და არა მუდმივი როტაცია. ვალდანოს განცხადებით, გუნდის შეუთამაშებლობა გამოკვეთილია და ამის მიზეზი მუდმივი როტაციაა.

ესპანურმა პრესამ გამოაქვეყნა ის თერთმეტი ფეხბურთელი, რომელიც ხელმძღვანელობის აზრით უნდა გამოვიდეს მოედანზე, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს ერიდებიან. მიუთითონ მწვრთნელს შემადგენლობა, ეს უკვე მათ შორის ურთიერთობას დაძაბავს. პერესი და ვალდანო უკმაყოფილოები არიან.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 13 ნოემბერი 2009
  • 1706
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)