კარლო : "გრანადა კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენი მიზანი 3 ქულაა

კარლო ანჩელოტიმ გრანადასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა გარემოებებზე ისაუბრა, იტალიელის განცხადებით სამეფო კლუბის მომდევნო მეტოქე ნამდვილად ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ რეალი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეს, რადგან 3 ქულის მოპოვება აუცილებელია...


"ილიარამენდი კარგ ფორმაში სულ მალე იქნება, მან კარგად გაიარა აღდგენითი პროცესი, იგი ხვალ მოედანზე ნამდვილად ვერ გავა, რადგან ზედმეტი რისკისგან თავის არიდება გადავწყვიტე, ატლეტიკ ბილბაოსთან კი ესპანელი აუცილებლად ითამაშებს გარკვეული დროის მანძილზე. სამწუხაროა, რომ სამი ხედირაც დაშავდა, მაგრამ იგი მალე დაგვიბრუნდება, თუმცა ჩვენ გვყავს, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო და ისკო ალარკონი, რომლებიც დანაკლისს მშვენივრად შეავსებენ."

"ბეტისთან შეხვედრაში ბევრი შეცდომა დავუშვით, ჩვენ გვგქონდა გაანალიზების დრო და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი გათვალისწინებული მაქვს და გრანადას წინააღმდეგ იგივე შემთხვევები არ დაფიქსირდება, ჩვენ ნელ-ნელა ვიხვეწებით სხვადასხვა ასპექტში."

"არ ვიცი ვინ დადგება ხვალ სასტარტო შემადგენლობაში, სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელად ამ ეტაპზე მე ვარ დანიშნული და გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლებას არავის მივცემ, ხვალ ის მეკარე ჩადგება კარში, რომელიც უკეთ იქნება მომზადებული გრანადელებთან დასაპირისპირებლად , თუმცა ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია, სეზონი გრძელია და როგორც იკერ კასილასს, ასევე დიეგო ლოპესს თამაშის საშუალება აუცილებლად მიეცემათ."

"ოზილის ახლანდელი ფორმით კმაყოფილი ვარ, გერმანელი მართლაც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მან ბრწყინვალედ გაართვა თავი მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობას, თუმცა ის აუცილებლად შეიწევს ხოლმე ცენტრში და ფლანგს სხვა ფეხბურთელები დაიკავებენ, ცვლილებები ხშირი იქნება." dle 10.1

  • Hala
  • 25 აგვისტო 2013
  • 2341
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)