შუსტერი : „არ ვთვლი, რომ ეტო’ოს რეალში გადასვლა რეალურია“

სამეფო კლუბის ყოფილი მწვრთნელის, ბერნდ შუსტერის განცხადებით გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ რუსული ანჟიდან სამუელ ეტო’ო მადრიდის რეალს მიაშურებს რეალობას ძალიან მოკლებულია...


„ვფიქრობ და ვთვლი, რომ ანჩელოტის კარიერის დასრულების პიკზე მყოფი ფეხბურთელები არ სჭირდება, მან გუნდს ახალგაზრდული სული შთაბერა და კასტილიელებზეც უდიდესი იმედები დაამყარა.“

„პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კამერუნელი ფეხბურთელი აღარ არის ის ეტო’ო, რომელიც კატალონიის ბარსელონასა და მილანის ინტერში ასპარეზობდა, იგი ძალიან დაბლა დაეშვა, რუსეთის ჩემპიონატში წარმატებით თამაში იმას არ ნიშნავს, რომ იგი ამ ასაკში პრიმერას კვლავ იოლად შეეწყობა, თუმცა ვთვლი, რომ სამუელი თავის ასაკთან შედარებით, მაინც ცდილობს მაღალ დონეზე ასპარეზობას.“

„ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ სამუელს რეალთან არც ისე კარგი მოგონებები აკავშირებს, იგი ერთხელ უკვე იყო „თეთრების“ ფეხბურთელი და საკმაოდ სკანდალურად წავიდა, შემდეგ კი იყო მოთამაშე, რომელიც ბარსელონას რიგებიდან მაქსიმალურად ცდილობდა ფლორენტინო პერესის აწყობილი გალაქტიკოს დაჩოქებას.“

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არამგონია ესპანელებმა კამერუნელი ფეხბურთელი დაიმატონ არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელი 6 მილიონი ღირს თუ 10, მთავარი არის ის შედეგი, რომელსაც გუნდი მიიღებს ტრანსფერის სანაცვლოდ.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 აგვისტო 2013
  • 1781
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)