„ცნობილები“ გარეთის შესახებ საუბრობენ

მოგეხსენებათ, გარეთ ბეილი დღეისათვის მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია, რაც პირველ რიგში მადრიდის რეალის დამსახურებაა, რომელიც ფეხბურთელში სარეკორდო თანხას იხდის...


გაგაცნობთ ცნობილი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მოსაზრებას უელსელ მოთამაშეზე.

ზიდანი : „ბეილი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მისთვის მოედანზე ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი და ვთვლი, რომ იგი კრიშტიანო რონალდოსთან და ლიონელ მესისთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახლავთ.“

ლუის სუარესი (1960 ოქროს ბურთის მფლობელი) : „გარეთს ყველაფრის გაკეთება შეუძლია მოედანზე, ვფიქრობ თუ ის მადრიდს მიაშურებს, კრიშტიანო რონალდოსთან ერთად შექმნის დუეტს, რომლის გაჩერებაც ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება, რადგან ამ ორი ფეხბურთელის სისწრაფე მანცვიფრებს.“

ლუიშ ფიგუ : „უელსელის მოქმედებანი ნებისმიერს აღაფრთოვანებს, ეს მართლაც საოცარია.“

ფაბიო კაპელო : „გარეთს აქვს ხენტოს სისწრაფე და რობერტო კარლოსის დარტყმა.“

რედნაპი : „ბეილი არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს, მისი რეიდები უბრალოდ გამარღვეველია.“

ალექს ფერგიუსონი : „უელსელი ბოლო წლებში ძალიან დაიხვეწა, ის მაღალი და სუსტი მოთამაშე იყო, ახლა კი გაცილებით განსხვავებული ფიზიკური მონაცემები აქვს, რითიც ერთ-ერთი საუკეთესოა.“

ბოაში : „ჩემთვის ბეილი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ის კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება.“

ხუანდე რამოსი : „გარეთის მარცხენა მსოფლიოში ცნობილია და ვგონებ, ბევრად უფრო პოპულარული გახდება.“

კრის კოულმენი : „ბეილი არ არის ის მოთამაშე, რომელსაც რომელიმე გუნდში პოზიციის მოძებვნა და ადაპტაცია გაუჭირდება.“

ტოშაკი : „მინდა გითხრათ, რომ ბეილს მარცხენა ფეხით ხორცის დაჭრაც კი შეუძლია, იშვიათთა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ უელსელი.

იკერ კასილასი : „უელსელი ძალიან ნიჭიერია და ვთვლი, რომ ევროპის ოთხეულში შედის თუმცა პოტენციელი უფრო დიდი აქვს.“

ბარნეტი : „ვთვლი, რომ ბეილი ბევრად ჯობია ბრაზილიელ ნეიმარს და ეს მან პრემიერ ლიგაში არაერთხელ დაამტკიცა ამას წყალი არ გაუვა და შეიძლება მათი შედარება. dle 10.1

  • Hala
  • 24 აგვისტო 2013
  • 3280
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)