სილვიენ ვილტორი : „დი მარია არსენალში უნდა გადავიდეს“

არსენალის ყოფილმა შემტევმა, სილვიერ ვილტორმა განაცხადა, რომ ანხელ დი მარიამ აუცილებლად უნდა მიაშუროს ლონდონის არსენალს, რადგან ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს სწორედ მისნაირი ფეხბურთელები სჭირდება ტიტულების მოსაგებად...


„ვენგერი ყოველთვის ძალიან ჭკვიანი იყო, იგი მინიმუმით იწყებდა და მაქსიმუმს აღწევდა, ეს მწვრთნელი ყოველთვის დიდი ამბიციების გამომხატველია და დიდ პატივს ვცემ.“
„ჩემ თანამემამულესთან ერთად არაერთი სეზონი გამიტარებია, მისი სტილი მხოლოდ შეტევაა, სხვა მას არაფერი აინტერესებს, მე პირადად არ მახსოვს დაცვაში ჩამდგარი არსენალი.“

„ვენგერისთვის არ აქვს მნიშვნელობა ანგარიში 1-0 გახლავთ თუ 7-1, მისი გუნდი მაინც მუდამ კარზეა დაგეშილი.“

„დი მარია ბრწყინვალე შემტევია, მას ტყუილად არ ჰქვია „ქუჩის მოთამაშე“, მისი ფანტაზია უკიდეგანო გახლავთ, სწორედ ამიტომ აკეთებს მოედანზე იგი ისეთ რაღაცებს, რასაც სხვები არ აკეთებენ, მან შესაძლოა 1 წამში რაიმე ახალი ფინტი მოიგონოს და შემოგვთავაზოს, სწორედ ამიტომ ვთვლი არგენტინელს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ.“

„ანხელი არსენალს ძალიან კარგად მოერგებოდა, მისი ინგლისში გადასვლის შემთხვევაში „მეთოფეებს“ პრემიერ ლიგის უდავო ფავორიტად გამოვაცხადებდი მიუხედავად იმისა, რომ ჩელსის, მანჩესტერ იუნაიტედს, მანჩესტერ სიტის და თუნდაც ლივერპულს გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. ვენგერი დი მარიას ბევრ რამეს დაავალებდა, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში წარმატება გარდაუვალი იქნებოდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 22 აგვისტო 2013
  • 1389
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)