პელეგრინი: "ვიცოდი, რომ ისკო გაამართლებდა"

მანუელ პელეგრინის განცხადებით, ისკო დიდი ფეხბურთელია და მას ნებისმიერ გრანდში შეუძლია თავის გამოჩენა. ჩილელი სპეციალისტი დარწმუნებული იყო, რომ ნახევარმცველი რეალს მოერგებოდა...


„ისკო მადრიდის ახალწვეულია, მაგრამ ფაქტი ფაქტრად რჩება, იგი კარლო ანჩელოტის გუნდში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, როგორც წინასასეზონო მომზადებამ, ასევე ბეტისთან მატჩმა გვაჩვენა, რომ ესპანელში უდიდესი პოტენციალი დევს.“

„პრესეზონის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება იყო მიმართული ლა ლიგის სტარტზე, ბეტისთან მატჩს თავიდან ბოლომდე ვუყურე, რადგან ძალიან მაინტერესებდა თუ როგორ ითამაშებდა ჩემი ყოფილი შეგირდი, მან მართლაც სასწაულები გააკეთა მოედანზე და ყველას დაუმტკიცა, რომ ახალგაზრდული ასაკის და გამოუცდებლობის მიუხედავად, პრეტენზიას აცხადებს სამეფო კლუბის ძირითად თერთმეტეულში მოხვედრაზე.“

„არ დავმალავ, ნამდვილად მსურდა, რომ ესპანელს მანჩესტერ სიტის ღირსება დაეცვა, მაგრამ შიშიც მქონდა, რომელიც მის პრემიერ ლიგაში გადმობარგებას ეხებოდა. ვფიქრობდი, რომ ესპანელი ძალიან ახალგაზრდაა და იგი სამშობლოში გაცილებით უკეთ იასპარეზებდა, ვიდრე სხვა ქვეყანაში, თუმცა მადრიდის რეალმა მოვლენები დააჩქარა და მოთამაშე მალაგას არ დაუტოვა.“

„ლა ლიგა საინტერესო ტურნირია, თუმცა იქ მხოლოდ ორი გუნდი დომინირებს, ესენი კი მადრიდის რეალი და კატალონიის ბარსელონა არიან, არ ვთვლი, რომ წლეულს მათ კონკურენტი ჰყავთ, ისინი სხვა გუნდებზე ბევრად მაღლა დგანან და სწორედ ორ გრანდს შორის გადაწყდება ჩემპიონის ბედი.“ dle 10.1

  • Hala
  • 21 აგვისტო 2013
  • 2259
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)