რაული:" "რეალისადმი" ჩემი სიყვარული უსაზღვროა"

"ბლანკოსის" ლეგენდამ რაულ გონსალეს ბლანკომ "ალ-საადის" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა...


რა გრძნობა გაქვთ მადრიდში დაბრუნების წინ?

-მოუთმენლად ველოდები ამ დღეს. ძალიან სასიამოვნო იქნება "ბერნაბეუზე" კიდევ ერთხელ თამაში. ამ მატჩს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ძალიან ვღელავ. ყველამ იცის რას ნიშნავს ეს კლუბი ჩემთვის. 16 წელი ვთამაშობდი ამ კლუბში და ამ სტადიონზე, ამ ხნის განმავლობაში უამრავი ტიტული მოვიგე. ჩემი სიყვარული მადრიდისა და "რეალისადმი" უსაზღვროა.

ბერნაბეუზე სრული ანშლაგი იქნება...

-დიახ, მე გავიგე, რომ უკვე ყველა ბილეთი გაიყიდულია. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, იმედია შესანიშნავ დროს გაატარებენ.

რას ფიქრობთ მოურინიოზე? ანჩელოტზე?

-მოურნინიომ მთლიანობაში კარგად შეასრულა თავისი სამუშაო და გუნდს წარმატებით ხელმძღვანელობდა. ანჩელოტი კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ "რეალთან" ერთად ბევრ გამარჯვებას იზეიმებს.

რა აზრის ხართ ბეილის შესაძლო ტრანსფერზე?

-ბეილი შესანიშნავი ფეხბურთელია. მას ყველაფერი აქვს, რომ "სამეფო კლუბში" წარმატებით იასპარეზოს. მაგრამ მიმაჩნია, რომ "ტოტენჰემი" მის სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას ითხოვს.

როგორ შეაფასებდით კლუბის ხელმძღვანელობის მუშაობას?

-ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან. თავდაუზოგავათ შრომობენ, რომ კლუბი უფრო უკეთესი გახდეს.

რა გველის "ლა ლიგას" ახალ სეზონში?

-მე ვფიქრობ, რომ ახალი ფეხბურთელების ფონზე "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება კიდევ უფრო ლამაზი იქნება.

და ბოლოს...

-მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ დროის განმავლობაში მხარს მიჭერდა და მეხმარებოდა. იმედი მაქვს "ალ-საადის" ყველა ფეხბურთელი სიამოვნებას მიიღებს, როგორც ქალაქისგან ასევე მადრიდის "რეალთან" თამაშისგან. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)