მადრიდის "რეალის" ახალი ერა იწყება

ძალიან მალე შედგება "თეთრების" დებიუტი ლა ლიგაში, ახალ მწვრთნელთან ერთად...


78 დღე გავიდა, მას შემდეგ რაც ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო პოსტი დატოვა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მოხდა გუშინ. დღეს საღამოს, ოფიციალურად დაიწყება მადრიდელების ახალი ერა, კარლო ანჩელოტის მეთაურობით.

ანჩელოტის დებიუტი ოფიციალურ მატჩში ძალიან მალე შედგება, "ბეტისის" წინააღმდეგ. "თეთრები" ახალ სეზონს დიდი ოპტიმიზმით და თავდაჯერებულად ხვდებიან, შესანიშნავი პრესსეზონის შემდეგ, სადაც მადრიდელებმა 7 მატჩი გამართეს - 6 მოგება და 1 ფრე. ამ შემთხვევაში, ანჩელოტი დიდ დროს, ლამაზი ფეხბურთის ჩვენებას უთმობს.

ნაკლები კონტაქტი და ბურთის დიდი ფლობა - ეს არის ანჩელოტის გასაღები, მატჩიდან მატჩამდე. ასევე, კარგი შედეგები მოაქვს იოზილს და ისკოს. ისინი ცდილობენ, რომ საჯარიმოსთან ახლოს დარჩნენ.

გუნდი ახალ სეზონს რამდენიმე კარგი სიახლით იწყებს. მარსეომ ფორმა აღიდგინა და მზად არის ბრწყინვალე სეზონის ჩასატარებლად. გარდა ამისა, მადრიდელებს ჰყავთ რონალდუ, რომელიც ყოველთვის მზად და ძალიან მოტივირებულია ნებისმიერ სეზონში. ერთადერთი ცუდი ისაა, რომ ბენზემა კონკურენტის გარეშე დარჩა და გამორიცხული არ არის, რომ ის უბრალოდ "დასვენებული" იყოს. საბედნიეროდ, გუნდში იმყოფება ზინედინ ზიდანი, რომელიც მას მოდუნების საშუალებას არ მისცემს.

ანჩელოტის იგივე მიზნები ექნება, რაც მოურინიოს ჰქონდა, მაგრამ ახლა კარლოს უფრო მეტი ტალანტები ჰყავს, ისეთები როგორებიც ისკო და კარვახალი არიან. გარდა ამისა, მოთამაშეებს შეუძლიათ ღამე სახლში გაატარონ, დღის მეორე ნახევარში კი ისინი "ვალდებებას" სამწვრთნელო ბაზაზე იკრიბებიან, სადაც სრულიად ახალი სასტუმროა დასვენებისთვის, "სანტიაგო ბერნაბეუზე" კი გულშემატკივრები ლამაზი ფეხბურთის თამაშს მოითხოვენ. dle 10.1

  • Ricky.
  • 18 აგვისტო 2013
  • 1622
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)