ზიდანის მისია

ზინედინ ზიდანი დიდი ენთუზიაზმით ეკიდება ფლორენტინო პერესის ახალ პროექტს, რომელსაც იტალიელი კარლო ანჩელოტი ხელმძღვანელობს.


ზიზუ ბრწყინვალედ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას თავს, მაგრამ მას დამატებითი პასუხისმგებლობა აქვს, რომელიც პერესისგან და ანჩელოტისგან მიიღო. მის მოვალეობაში შედის ბენზემას, ოზილისა და ხესეს მეთვალყურეობა. ფრანგ სპეციალისტს სწორედ ეს სამი ფეხბურთელი ჰყავს ჩაბარებული, რომლებთანაც ინდივიდუალურ ვარჯიშებს ატარებს და მუდმივ კომუნიკაციაშია.

ზიდანს ამ მიმართულებით ნამუშევარი აქვს, გაიხსენეთ სეზონი, როდესაც ზიზუმ ბენზემა ფეხზე დააყენა და მადრიდის რეალის ძირითადში ადგილი მოაპოვებინა.

ახლა ბენზემა ფაქტიურად უკონკურენტოდ არის, რადგან არგენტინელმა რეალი დატოვა და ნაპოლიში გადავიდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ფრანგმა ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვა ტესტ მატჩებში, შესაბამისად ზიზუ კიდევ ერთხელ უნდა მიუბრუნდეს თანამემამულეს.

რაც შეეხება მესუთ ოზილს, მას არასტაბილურობა ახასიათებს, მაგრამ როდესაც ფორმაშია ის რონალდოსთან ერთად მადრიდის რეალის საუკეთესო ფეხბურთელია. სწორედ ის ანაწილებს შეტევებს და ზიდანის ფუნქცია ამ შემთხვევაში მესუთის ფსიქოლოგიური მომზადება იქნება, რომ მეტი სტაბილურობა შეიძინოს. აგრეთვე ხელი შეუწყოს მას ისკოსთან ერთად დუეტის შექმნაში, რადგან ორივე შემტევი ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრება.

ბოლოს კი ხესე, რომელიც არის ყველაზე ახალგაზრდა ამ ტრიოში და ზოგადად მადრიდის რეალის ამჟამინდელ შემადგენლობაში (ვარანთან ერთად), ის სულ რაღაც 20 წლის არის და ყველაზე მეტად მგრძნობიარეც სწორედ ის არის, რადგან კასტილიაში ის ლიდერი იყო, ახლა კი მთავარ გუნდში სათადარიგო მოთამაშეა, წესით ამ ყველაფერმა მასზე ზეგავლენა უნდა მოახდინოს, მაგრამ ამერიკაში მისმა ასპარეზობამ ყველა გააოცა. ზიდანის ფუნქცია ამ შემთხვევაში მისი ტექნიკური არსენალის სწორი მიმართულებით გამოყენება იქნება. dle 10.1

  • SunSay
  • 17 აგვისტო 2013
  • 2727
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)