ბაპტიშტა:რობინიო არ უნდა გადავიდეს ბარსელონაში

,,ბლანკოსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჟულიო ბაპტიშტამ განაცხადა, რომ თუკი მისი თანამემამულე გადავა კატალონიის ბარსელონაში, იგი დაუშვებს მიუტევებელ შეცდომას და გაანაწყენებს მადრიდელ გულშემატკივარს...


პრესაში ყოველდღე ახალი ინფორმაცია ჩნდება "რობსონას" ბარსაში გადაბარგების შესახებ, თავად ფეხბურთელმაც ღიად დააფიქსირა კატალონიურ გრანდში თამაშის სურვილი.

ბაპტიშტამ ინტერვიუ მისცა La Gazzetta Dello Sport-ს

,,მე და რობინიო ერთ დროს მადრიდის რეალში ვთამაშობდით და ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ კლუბს წარმატების მიღწევაში დავხმარებოდით, ბრაზილიელს ძალიან უყვარს მადრიდი და ადგილობრივი კლუბი. გაზეთები აჭრელებულია ინფორმაციებით რობინიოზე, ჩემი აზრით ეს ყველაფერი ჭორია და ჩემს თანამემამულეს არ აქვს ბარსელონაში გადასვლის სურვილი, მე მასთან არ მქონია სატელეფონო კავშირი, მაგრამ აუცილებლად ვაპირებ საუბარს".

,,სამეფო კლუბს ძალიან კარგი გულშემატკივრები ჰყავს, მათ იციან ფეხბურთელის დაფასება, რობინიოს რეალის გულშემატკივრები ყოველთვის ტაშით და დიდი ოვაციებით ხვდებოდნენ, თუ იგი მიიღებს კატალონიაში გადასვლის გადაწყვეტილებას ძალიან ცუდი იქნება, ვინაიდან ბრაზილიელი მთელ გაწეულ ღვაწლს რეალისთვის წყალში ჩაყრის, მადრიდელთა სიმპათია "რობსონას" მიმართ ანტიპათიაში გადაიზრდება, რობინიოს კარიერა ჩემი საქმე არ არის მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერს წერტილი დაესმება და ფეხბურთელი ან სიტიში დარჩება ან სხვა კლუბს იპოვის, ოღონდ ეს გუნდი არ უნდა იყოს ბარსელონა" - გამაცხადა ჟულიომ. dle 10.1

  • Hala
  • 12 ნოემბერი 2009
  • 1838
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)