ფელიპე: დეპორტივოში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ

მოგეხსენებათ მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია დეპორტივოს მარცხენა მცველის, ფელიპეს შეძენით...


,,ბლანკოსის" დაცვის მარცხენა ფლანგზე აშკარად არის პრობლემა, მარსელო, რომელიც ჯერჯერობით ახალგაზრდა და მოუმწიფებელია ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და უყვარს წინ თამაში, რაც შეეხება დრენტეს მისი ნამდვილი პოზიცია მარცხენა ნახევარმცველია და იგი ვერ თამაშობს დაცვაში.

პერესს სურს გადაიბიროს დეპორტივოელი ფელიპე და ამასთან დაკავშირებით ესპანეთში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი.

ახალგაზრდა მცველმა ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სადაც მკვეთრად დააფიქსირა, რომ სურს დეპორში თამაში და არსად წასვლას არ აპირებს.

,,მე დეპორტივოში თავს იდეალურად ვგრძნობ, ჩემი კარიერის პიკი ჯერ არ დამდგარა, მე თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებ, მთავარი მწვრთნელი ნდობას მიცხადებს და მეც ვამართლებ იმედებს, ეხლანდელ კლუბში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და არ მსურს წასვლა".

,,როდესაც შენით ისეთი დიდი კლუბი არის დაინტერესებული როგორიც მადრიდის "რეალია" ეს უკვე ბევრს ნიშნავს, მე მართლაც ბედნიერი ვარ ამით მაგრამ არ მსურს ,,ბლანკოსში" გადასვლა, რადგან ვიცი, რომ იგი დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მომიწევს თამაში და რამდენად კარგად წარმოვაჩენ ჩემ თავს ძალიან რთული გასაგებია".

,,მინიმუმ ერთ წელს ეხლანდელ კლუბში გავატარებ და ვეცდები უფროდაუფრო კარგად ვითამაშო, მე მიყვარს ეს ქალაქი და ადგილობრივი კლუბი და ყველაფერს გავაკეთებ წარმატების მისაღწევად" - განაცხადა ახალგაზრდა მარცხენა მცველმა. dle 10.1

  • Hala
  • 12 ნოემბერი 2009
  • 1415
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (195)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)