ზიზუს მემკვიდრე
დღევანდელი პრეზენტაცია ბენზემასთვის, ვინაიდან ის აისრულებს ბავშვობის ოცნებას და გახდება რეალის ფეხბურთელი, აგრეთვე მეორე სასიხარულო მიზეზი ის არის, რომ დღეის სწორს ზუსტად 8 წლის წინ მადრიდის რეალში შედგა ზინედინ ზიდანის პრეზენტაციაც.
ზიდანი გადმობარგდა მადრიდის რეალში იუვენტუსიდან და რეალს მოუტანა წარმატებები, თავისი ტექნიკისა და გამოცდილების ხარჯზე, მან ბურთთან პირველად შეხებისთანავე დაიმსახურა გულშემატკივრების დიდი სიყვარული.
ბენზემა როგორც ვიცით არის რეალის მეთხუთმეტე ფრანგი ფეხბურთელი. მას საფრანგეთში ახალ ზიდანს უწოდებდნენ, იგი ძალიან გავს გარეგნულად ზიზუს და მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვა პოზიციაზე თამაშობს, მისი თამაშის სტილი ზინედინისას ძალიან წააგავს. იგი ჩაირიცხა მადრიდის რეალის შემადგენლობაში და დაადგა ისეთი ფრანგი ლეგენდების კვალს როგორებიც იყვნენ ზიდანი და კოპა.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com
- 9 ივლისი 2009
- 2015
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.