"Jonas Brothers"–ი სანტიაგო ბერნაბეუზე

დღეს სანტიაგო ბერნაბეუს მოედანს ესტუმრა მუსიკალური ჯგუფი "Jonas Brothers"–ი. მათ მასპნძლობა გაუწია "მადრიდის რეალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ. ნიკმა, კევინმა და ჯოზეფმა დაათვალიერეს მოედანი და ამავდროულად სანტიაგო ბერნაბეუზე ბურთიც გააგორეს. მას შემდეგ, რაც თერთმეტმეტრიანი დარტყმები განახორციელეს (გოლკიპერის მოვალეობას ნიკი ასრულებდა) სტუმრებმა კლუბის გასახდელი დაათვალიერეს.


ნიუ–ჯერსელი ძმები გაოცებულნი იყვნენ იმ თასებით, რომლებიც კლუბს თავის დროზე აქვს მოგებული. მათ ასევე რამდენიმე ღირშესანიშნავი და ისტორიული ნივთი მოეწონათ კლუბის მუზეუმში. თითოეულ მათგანს ემილიო ბუტრაგენიომ "მადრიდის რეალის" ფორმები გადასცა, სადაც მათი სახელები იყო ამოტვიფრული.

"Jonas Brothers"–ი სანტიაგო ბერნაბეუზე

თერთმეტმეტრიანი დარტყმებისას, ემილიო ბუტრაგენიომ შესანიშნავად დაარტყა და ბურთი კარის მაღალ კუთხეში მოათავსა. ანალოგიურის განმეორება სცადა კევინმა, მაგრამ მისი დარტყმული ზედმეტად ძლიერი გამოდგა და ზევიდან გადაცდა კარის ძელს. Disney Channel–ის მეპატრონე ანდრეა გუაშმაც სცადა ბედი.

"ჩვენ ფეხბურთს ბავშობისას ვთამაშობდით, ვგულშემატკივრობთ "მადრიდის რეალს", მაგრამ სამწუხაროდ მათი თამაშის საყურებლად დრო არ გვრჩება." – განაცხადა ჯოზეფმა.

"Jonas Brothers"–ი სანტიაგო ბერნაბეუზე

სტუმრებმა სურათები გადაიღეს კრიშტიანო რონალდუს მანეკენთან. როგორც გაირკვა, ისინი გულშემატკივრობენ პორტუგალიელ ვარსკვლავს. The Jonas Borthers–ის სანტიაგო ბერნაბეუზე სტუმრობა დაკავშირებული იყო იმ კონცერტთან, რომელსაც ისინი დღეს საღამოს გამართავენ ესპანეთის დედაქალაქში, კერძოდ კი Palacio de los Deportes–ში. ისინი შეასრულებენ რამდენიმე სიმღერას ახალი ალბომიდან "Lines, Vines and Trying Times".

"ესპანელი გულშემატკივარი ჩვენ ენერგიით აღგვავსებს"– განაცხადა ჯოზეფმა.


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 11 ნოემბერი 2009
  • 3828
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)