კასილასი:"ეს სცენარია ჰოლივუდიდან"

იკერ კასილასმა ესპანეთის ჩემპიონატის ასი წლის იუბილეს წარდგენის დროს ინტერვიუ მისცა ადგილობრივ პრესას.


აი რა განაცხადა იკერმა გუშინდელ მატჩზე და საერთოდ გუნდში მიმდინარე მოვლენებზე:

"სირცხვილია, სირცხვილია ჩვენი კლუბის ფეხბურთელებისთვის. პირველივე რაუნდიდან გამოვეთიშეთ ასპარეზობას. ჩემსგან აპლოდისმენტები "ალკორკონს". შოკირებული ვარ იმის გამო, რომ ვერ შევძელით საკუთარ მოედანზე კარგად ასპარეზობა. გვქონდა მომენტები და არ გვიმართლებდა, მაგრამ ამით ვერ ვიმართლებთ თავს. არავის ეგონა, რომ ვერ გავიდოდით მომდევნო ეტაპზე. ეს ჰგავს ჰოლივუდის სცენარს სტივენ სპილბერგის კოლექციიდან. ეს უდიდესი კატასტროფაა ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისათვის".

მწვრთნელის შესახებ იკერმა განაცხადა:

"არ ღირს ისეთი დიდებული მწვრთნელის გაკრიტიკება, როგორიც პელეგრინია. ის ძალიან ბევრს მუშაობს. მას ესმოად ტრიბუნების რეაქცია, როცა ლასი მარსელოთი შეცვალა. მე ვთხოვ გულშემატკივრებს, რომ მომავალში აღარ გააკრიტიკონ მწვრთნელი ფეხბურთელის შეცვლის დროს. მან უკეთ იცის, რასაც აკეთებს. ის კარგად მუშაობს და ტიტულებამდე მიგვიყვანს".

პრეზიდენტის შესახებ "კასომ" შემდეგი განაცხადა:

"ბატონმა პერესმა კლუბისთვის ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. საქმე 200 მლნ. ევროში არაა. ის არ იშურებს ძალებს გუნდის გაძლიერებისთვის. მე გავიგე ასეთი რამ, რომ ის მატჩებს "ყიდის" – ეს სისულელეა. დონ ფლორენტინო აუცილებლად შევა კლუბის ისტორიაში. მას "რეალი" ძალიან უყვარს".

რაც შეეხება მის უთამაშებლობას გუშინდელ მატჩში:

"ყველას გვსურს თამაში, მაგრამ ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს და ასეც უნდა იყოს მუდამ. პელეგრინიმ გადაწყვიტა ჩემი დასვენება და შანსი მიეცა დუდეკს, რომელმაც გუშინ შესანიშნავად ითამაშა".


ინფორმაციის წყარო: Marca.com dle 10.1

  • faqo
  • 11 ნოემბერი 2009
  • 1788
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)