ხესეს ინტერვიუ

ხესე როდრიგესი Realmadrid.com და Realmadrid TV-ს ესაუბრა.


გილოცავთ კონტრაქტის ოთხი წლით გახანგრძლივებას. წარმომიდგენია, თუ როგორი გახარებული იქნები...

მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბში ვრჩები და აქ გავაგრძელებ თამაშს. ჩემთვის უდიდესი პატივია ამ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა. მე აქ უდიდესი მოლოდინით მოვდივარ, აქამდე უდიდესი შრომა გავწიე და ეხლა კი იმედი მაქვს, რომ უფრო შორს წავალ.

წელს თქვენთვის კარგი წელია. სეზონს პირველ კლუბში იწყებთ.

წინა სეზონი სეგუნდაში არც თუ ისე კარად დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ კარგად დასრულდა. მონდომებამ თავისი შედეგი გამოიღო ამ სეზონში და მე პირველ კლუბში აღმოვჩნდი.

გუშინ სერხიო რამოსმა საპრესკონფერენციო ოთახში განაცხადა, რომ "მადრიდის რეალში" მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერები და იღბლიანები ვარჯიშობენ და რომ თქვენ თქვენი შესაძლებლობები უნდა გამოიყენოთ. აპირებთ ამას?

სერხიო დიდებული ფეხბურთელია და მე უდიდეს რჩევებს მაძლევს. ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც იშვიათად გვეძლევა. მეც იღბლიანი ვარ ამ მხრივ და ვეცდები მაქსიმალურად გამოვიყენო ის.

რას ელით მიმდინარე წელს პირველ კლუბში?

აქ თამაში საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. "მადრიდის რეალში" დიდი ფეხბურთელები არიან და აქ უდიდესი კონკურენციაა. იმედი მაქვს, წარმატებული სეზონი იქნება. აქ ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან და ჩვენ ერთმანეთში იდეალური დამოკიდებულება გვაქვს. ტიტულები ერთად უნდა მოვიგოთ.

როგორ გაიზარდა ხესე როდრიგესი , როგორც ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონში?

მე ბევრი რამე ვისწავლე. უფრო დავღვინდი , უფრო მეტად ვეხმარებოდი კლუბს ყველა დაცვაშიც და თანაგუნდელებს უფრო კარგად შევეწყვე.

წინა სეზონში თქვენ ბუტრაგენიოს გადაასწარით და გახდით ფეხბურთელი, რომელსაც "კასტილიას" რიგებში სეგუნდა დივიზიონში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. რას ისახავთ მიზნად მიმდინარე სეზონში პირველი კლუბის რიგებში?

პირველი არის ის, რომ ვივარჯიშო ისე, როგორც ამას სხვები აკეთებენ. ვიშრომო ბევრი , ვისწავლო და ვიფიქრო ყოველდღიურად. ამ ყველაფრის გარეშე შორს ვერ წავალ. dle 10.1

  • shvela
  • 31 ივლისი 2013
  • 2732
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)