რამოსი: ”ანჩელოტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია”

შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სერხიო რამოსმა პირველი ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალისტებთან.


კარლო ანჩელოტის შესახებ

”ანჩელოტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა, რადგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ. ვიმედოვნებ ის გუნდს ბევრ ტიტულს მოაგებინებს. რაც ყველაზე მთავარია შესანიშნავად გვესმის რას ითხოვს ჩვენგან. მას გაუჭირდება ძირითადი შემადგენლობის ამორჩევა, რადგან კონკურენცია რეალში ძალიან დიდია.”

გუნდზე

”ჩვენ ძალიან მშვიდად ვუდგებით საქმეს, თუმცა საფიქრალიც ბევრი გვაქვს. გუნდი გაძლიერდა და ყველა ფეხბურთელს სურს მოიპოვოს ადგილი ძირითად შემადგენლობაში, ამიტომ ყოველი ჩვენგანი მაქსიმალურად იტვირთება.

”შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს. უნდა აღინიშნოს, რომ აქ ფეხბურთელები მოდიან და მიდიან, ვისაც ეძლევა შანსი ითამაშოს მადრიდის რეალში, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და დაუმტკიცოს ხელმძღვანელობას, რომ დარჩენის ღირსია. ასეთი შანსი მას ცხოვრებაში აღარ მიეცემა. მადრიდის რეალში მოხვედრა რთული ნამდვილად არ არის, აქ დარჩენა კი ძალიან ძნელია.”

ახალგაზრდა ახალწვეულებზე

”ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრანსფერს მივესალმები, ისინი არიან ამბიციურები და ტიტულები სწყურიათ, შესაბამისად ბოლომდე დაიხარჯებიან. მათგან ისკოს გამოვარჩევდი, რომელიც მალაგას ლიდერი იყო და თამაშს მასზე აწყობდნენ, მოხარული ვარ, რომ ის რეალის ღირსებას დაიცავს. აგრეთვე სხვა ფეხბურთელებიც დიდ სამუშაოს შეასრულებენ სამეფო კლუბში. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ საუკეთესოები ხვდებიან და მათი ნიჭი თამაშის გარანტი ნამდვილად არ არის, ნიჭთან ერთად საჭიროა თავდაუზოგავი შრომა.”

პეპეს შესახებ

”პეპე ყოველთვის იყო სიმშვიდის გარანტი, მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა და რაც მთავარია მისი იმედი ყოველთვის გაქვს, ამიტომ თავისუფლად მოქმედებ, რაც გუნდის თამაშის ხარისხზე დადებითად აისახება. მსურს ის გუნდში დარჩეს, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, მან თვად უნდა აირჩიოს საკუთარი მომავალი.”

თავისი მდგომარეობა კლუბში

”ვფიქრობ კლუბისთვის ყველაფერი გავიღე. ყოველ დღე ვიღვიძებ და ვფიქრობ, რომ უნდა გავიზარდო როგორც პროფესიონალურად, ისე პიროვნულად, მადრიდის რეალი კი ამ მხრივ იდეალური გუნდია, რომელიც განვითარების საშუალებას მაძლევს. ამ კლუბში ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები ირიცხებიან. მე კი შემიძლია კლუბში უბრალოება და თავმდაბლობა შემოვიტანო, როგორც ეს აქ მოსვლის პირველივე დღეს გავაკეთე. საერთოდ წარსულიდან მხოლოდ დადებითს ვიმახსოვრებ, უარყოფითს კი ვცდილობ რაც შეიძლება მალე დავივიწო. ყოველი დიღე კი ჩემთვის ახალ გამოწვევებთან და ახალ გაკვეთილებთან არის დაკავშირებული. ასე იყო მოურინიოს დროს, ასე იქნება ანჩელოტის პერიოდშიც.”

ლოს-ანჯელეს გალაქსის შესახებ

”ეს კლუბი თავის ლიგაში სამაგალითოა, მათ ხომ ზედიზედ ორჯერ მოახერხეს ჩემპიონატის მოგება. ჩვენთვის კი საუკეთესოებთან თამაში დიდი პატივია. წინასასეზონო შეკრების გავლა ასეთი დონის გუნდთან ნამდვილად სასარგებლო იქნება. ზოგადად ფეხბურთი ამერიკაში ძალიან განვითარდა და ამაზე მათი ეროვნული ნაკრების მიღწევებიც მეტყველებს, რომელმაც ”კონკაკაფის” ტურნირის მოგება მოახერხა.”

გარეთ ბეილის შესახებ

”ფეხბურთელის ფასს სატრანსფერო ბაზარი ადგენს და არამგონია ეს იმდენი იყოს, რასაც ტოტენჰემი ითხოვს. რაც მთვარია გუნდში ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელები არიან და მადრიდის რეალისათვის აუცილებელია, რომ მისი მამოძრავებელი ძალა ეროვნებით ესპანელებისაგან იყოს დაკომპლექტებული. ზოგადად კი მივესალმები ძლიერი ფეხბურთელების მოსვლას და ახლანდელი კურსიც ძალიან მომწონს. როდესაც გუნდის ”ესპანიზაცია” ხდება და თან ვიმატებთ გამოცდილ და უმაღლესი კლასის მოთამაშეებს. გუნდში ვინ მოვა ეს მხოლოდდამხოლოდ ანჩელოტისა და ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.” dle 10.1

  • SunSay
  • 31 ივლისი 2013
  • 2334
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)