ანჩელოტი "ცხრიანს" ეძებს
მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს, რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს.
ქარიმ ბენზემამ ვერ აჩვენა თავისი უკეთესი თამაში პრესსეზონის პირველ სამ მატჩში. გაზეთ ABC-ს მიაჩნია, რომ ფრანგს დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს სათადარიგო სკამზე ჯდომა. ქარიმმა ჩატარებულ სამ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა "პსჟ"-ს წინააღმდეგ (0-1), მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, გაზეთის ქაღალდზე ბენზემას სასტიკად აკრიტიკებენ, მათ მიაჩნიათ, რომ მორატა ან რონალდუ, რომელთაც ასევე შეუძლიათ "ცხრიანის" პოზიციაზე თამაში, ფრანგს ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდებენ. "რეალი" ჯერ კიდევ ელოდება ქარიმ ბენზემას და მიიჩნევს, რომ ბენზემა ამ სეზონში ფორმის პიკშ იქნება. იტალიელ სპეციალისტს კი რთული არჩევანის მიღება მოუწევს - ბენზემა, რონალდუ, მორატა თუ ხესე?
ასე რომ, როგორც ვხედავთ, მიუხედავად იგუაინის წასვლისა, ბენზემა აცხადებს, რომ ის არ არის მხოლოდ ერთადერთი პრეტენდენტი ამ პოზიციაზე.
- 30 ივლისი 2013
- 3114
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.